საკონტაქტო ინფორმაცია
ვეტ-კლინიკა რაჭას

დასრულებული

578
500
ადრესატი:
  • ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია
  • სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაცია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში
  • ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ვეტ-კლინიკა რაჭას

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში არ არის არც ერთი ვეტ კლინიკა, სადაც შესაძლებელი იქნება ცხოველების ვაქცინაცია, მკურნალობა, კასტრაცია და სტერილიზაცია. ამის გამო დაავადებული ცხოველები სხვა ცხოველებსაც აავადებენ, ქუჩაში სქესის გამო გამოყრილი ცხოველები უკონტროლოდ მრავლდებიან. ყოველ წელს ზამთარში დიდთოვლობის დროს იღუპება ათობით ლეკვი. ასევე ხშირია ზრდასრული ძაღლების გაყინვის ფაქტები. 

უკონტროლოდ გამრავლების პრობლემა მხოლოდ ქუჩის ძაღლებში არ არის , ეს სოფლად მცხოვრებ ოჯახებშიც ხშირია, ასევე ხშირია ლეკვების სხვადასხვა ადგილას გაშვების ფაქტები. 

სწორედ კასტრაციის და სტერილიზაციის ხელმიუწვდომლობის გამო ქუჩაში ცხოველების რაოდენობა იმატებს, რაც ქმნის ბავშვების და მოხუცების უსაფრთხოდ გადაადგილების პრობლემას. 

მოვითხოვთ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისგან და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის გუბერნიის სამსახურის რეაგირებას აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით. კონკრეტულად კი მოვითხოვთ გაიხსნას ამბროლაურში სუბსიდირებული კლინიკა, სადაც სტერილიზაცია და კასტრაცია იქნება შესაძლებელი. 

პეტიციას ვაწერთ ხელს რაჭველები, ასევე ადამიანები ვისაც გვაქვს შეხება რაჭასთან და გვაღელვებს მიუსაფარი ცხოველების ბედი.