საკონტაქტო ინფორმაცია
საგზაო ნიშნების დაყენება დირსის კომპლექსში

საჭიროა 418 ხელმოწერა

82
500
ადრესატი:
  • თბილისის მერია
  • თბილისის საკრებულო

საგზაო ნიშნების დაყენება დირსის კომპლექსში

ამ პეტიციის მიზანია: დირსის კომპლექსის ტერიტორიის საფეხმავლო ბილიკზე, ქვაფენილზე და ველობილიკებზე აიკრძალოს ავტომობილის გაჩერება.

 

მიზეზები თუ რატომ უნდა აიკრძალოს ავტომობილის გაჩერება ზემოხსენებულ ტერიტორიებზე:

 

1. იზღუდება გადაადგილება ფეხითმოსიარულეთათვის.

2. საფრთხე ექმნებათ ფეხით მოსიარულე მოსახლეობას. განსაკუთრებით ბავშვებს და მოხუცებს.

3. ფერხდება სასწრაფო დახმარების, ასევე, სახანძროს, კრიტიკულ სიტუაციებში დროული გადაადგილება, რაც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს.

4. ველოსიპედით მოსარგებლე ადამიანს ეზღუდება ველობილიკზე გადაადგილება.

5. ვიწროვდება საავტომობილო გზა და იზღუდება ავტომობილების თავისუფალი გადაადგილება.

6. საკანალიზაციო მილებს, რომლებიც კონკრეტულ ტერიტორიაზე არის გაყვანილი, ექმნებათ საფრთხე ინფრასტრუქტურის დაზიანების შემთხვევაში.

7. ზიანდება და იყრება დაგებული ფილები.

 

 

რას შეცვლის პეტიცია?

- პოლიცია იქნება უფლებამოსილი, რომ კერძო ტერიტორიაზე დააჯარიმოს პირი, რომელიც კონკრეტულ აკრძალულ ზონაში დააყენებს მანქანას.  

 

მადლობას გიხდით ამ გადამწყვეტი პეტიციის მხარდამჭერებს იმისათვის, რომ წვლილი შეგაქვთ კომპლექსში წესრიგის დამყარებაში.


ანი კავთელაძე, 21 წლის. საქართველოს მოქალაქე.

ვრცლად