საჭიროა 768 ხელმოწერა
ადრესატი:
- თბილისის მერია
- საქართველოს პრეზიდენტი
- საქართველოს მთავრობა
ჰიპოპოტამის ფიგურა თბილისში
თბილისის ჰიპოპოტამი
ძვირფასო მეგობრებო! თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურების დროს ძალიან ბევრი ჩვენთაგანისთვის საოცარ, საოცრად შთამბეჭდავ სანახაობად იქცა სრულიად სიურეალისტური სურათი – გმირთა მოედანზე ჰიპოპოტამის გამოჩენა – ჩვენი ჰიპო – დინჯი, მშვიდი, უჩვეულო, კეთილად აოცებდა და ღიმილს გვრიდა სტიქიისგან დაზაფრულ ადამიანებს. როგორც აღმოჩნდა, ბევრი ჩვენთაგანისთვის ჩვენი ჰიპო ამ დღეს სიკეთის, გადარჩენისა და მომავლის იმედის სიმბოლოდ იქცა! უძველესი მითოლოგიების მიხედვითაც, ჰიპოპოტამი სწორედ იმედის, სიცოცხლის მუდმივი განახლების, სიკეთის სიმბოლოა - აკი, გადარჩა კიდეც, ჩვენი ჰიპო ! უცხოური მედიის მრავალმა წარმომადგენელმაც დიდი ინტერესით გაავრცელა ჰიპოპოტამის გმირთა მოედანზე „მოგზაურობის“ კადრები. გაჩნდა იდეა – გმირთა მოედნის მიდამოებში დაიდგას ჰიპოპოტამის ფიგურა – რომელიც თავის თავში გააერთიანებს ამ დღის უამრავ, განსხვავებულ ემოციას, ამავე დროს განასახიერებს დაღუპული ცხოველების გადარჩენილ თანამოძმეს. თბილისის ჰიპოს ფიგურა იქნება სიკეთის, იმედის, გადარჩენის, სიცოცხლის, ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების სიმბოლო. გამორჩეულად აღნიშნავს თბილისის ისტორიის ამ დრამატულ დღეებს და ამავე დროს განუმეორებელ შტრიხს შემატებს ჩვენს დედაქალაქს!