საკონტაქტო ინფორმაცია
გამკაცრდეს კანონი ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ჩამდენთათვის

საჭიროა 981 ხელმოწერა

19
1000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი

გამკაცრდეს კანონი ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ჩამდენთათვის

რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ს.ზ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ პროკურატურიდან გვაცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 16 ივნისს რუსთავში, ბერიტაშვილის ქ. N6-ის ეზოში ს.ზ.-მ ძაღლს რამდენჯერმე დაარტყა ჯოხი, რომელზეც დამაგრებული იყო ლითონის წვეტიანი დეტალი (ლურსმანი). ს.ზ.-ს მიერ ცხოველის მიმართ სასტიკმა მოპყრობამ ძაღლის სიკვდილი გამოიწვია.

პროკურატურამ ს.ზ.-ს ბრალდების საქმეზე სასამართლოს უკვე მიმართა და აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე.