საკონტაქტო ინფორმაცია
ქართველი ილუმინატების ორდენს (მიმართვა/პეტიცია)!

საჭიროა 1992 ხელმოწერა

8
2000
ადრესატი:
  • ქართველი ილუმინატები-საქართველოს დიადი,ეროვნული ორდენი

ქართველი ილუმინატების ორდენს (მიმართვა/პეტიცია)!

ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი,თქვენდამი მაღალი ინტერესის საფუძველზე ვადგენთ ამ პეტიციას,რომლითაც უდიდესი პატივისცემით მივმართავთ „ქართველი ილუმინატები-საქართველოს დიადი,ეროვნული ორდენი“-ს წარმომადგენლებს:

ძვირფასო ბატონებო და ქალბატონებო,თქვენ,ვისაც მოგენიჭათ ჟურნალისტებთან და ორდენში გაწევრიანების მსურველებთან როგორც პირადი,ასევე სხვადასხვა საშუალებებით კომუნიკაციის უფლება,მოვითხოვთ ერისა და ქვეყნის წინაშე ხმამაღლა გამოაცხადოთ თქვენი სახელები და გვარები.როგორც მოგეხსენებათ,თქვენს ორდენთან დაკავშირებით არ წყდება კითხვების მთელი ნაკადი,არსებობს ინტერესი და არსებობს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა,რომელზედაც (პირველ რიგში) პასუხი ჩვენი მოსაზრებით საზოგადოებას უნდა ეცნობოს პირველწყაროსგან,რომელსაც ამ შემთხვევაში თქვენ წარმოადგენთ.ვაღიარებთ რა თქვენს ძალისხმევას,რომ ადამიანებმა მიიღონ ავთენტური ინფორმაცია ილუმინატების შესახებ,რასაც ადასტურებს თქვენს მიერ შექმნილი ილუმინატების ორდენის ქართულენოვანი ვებ-გვერდი,ასევე უკანასკნელი წლების განმავლობაში თქვენი ორგანიზებით მედიით გავრცელებული წერილები,სტატიები თუ ინტერვიუები და სხვ.თუმცა,ვთვლით,რომ ყველა ეს ჩამოთვლილი არ არის საკმარისი და სრული უფლება გვაქვს,ჩვენ,საქართველოს მოქალაქეებს,რიგით ადამიანებს და ორდენში გაწევრიანების მსურველებს,ვიცოდეთ ორდენის წარმომადგენელთა სახელები და გვარები,რადგან სწორედ ეს პატივცემულნი გვესაუბრებიან სხვადასხვა საშუალებებით და ავრცელებენ ინფორმაციებს ორდენის შესახებ.

ძვირფასო ბატონებო და ქალბატონებო,ვიმედოვნებთ,რომ ამ მიმართვას არ ჩამოგვართმევთ როგორც თქვენს შიდა სამზარეულოში ჩარევის მცდელობად და დააკმაყოფილებთ ჩვენი მოკრძალებული პეტიციით გაცხადებულ მოთხოვნას,რომლითაც კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მაღალ ინტერესს თქვენი,ილუმინატების ორდენის მიმართ.

პატივისცემით, „ქართველი ილუმინატები-საქართველოს დიადი,ეროვნული ორდენი“-ს.