საკონტაქტო ინფორმაცია
შეჩერდეს ზალდასტანიშვილების ქუჩის განაშენიანება მაღალსართულიანი კორპუსებით

დასრულებული

111
100
ადრესატი:
  • თბილისის მერია

შეჩერდეს ზალდასტანიშვილების ქუჩის განაშენიანება მაღალსართულიანი კორპუსებით

ჩვენ, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების ქუჩის მაცხოვრებლები მივმართავთ ქ თბილისის მერს, კახა კალაძეს, მიიღოს ყველა ზომა იმისთვის, რომ შეწყდეს სამედიცინო უნივერსიტეტისა და საფეხბურთო სტადიონ ბენდელას მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალსართულიანი შენობების მშენებლობის ნებართვის გაცემა, რაც სულ რამდენიმე წელიწადში გარდაუვლად გამოიწვევს ახალი "სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიად" ჩვენი ქუჩის გადაქცევას, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ კოლაფსს, არსებული საცხოვრებლების ღირებულების შემცირებას, მოსახლეობის უკმაყოფილების ზრდას და ფიზიკურ საფრთხესაც, არსებული საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების მოსახლეებისათვის.

აღნიშნული ტერიტორია არასდროს ყოფილა დატვირთული მაღალსართულიანი შენობებით, ბოლო წლებში მოხდა მისი სწრაფი განაშენიანება, რასაც საფუძვლად არ ედო გონივრული და გულისხმიერი გააზრება ქალაქის გეგმარებისა, მხედველობაში არ იქნა მიღებული არც არსებული საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის ლიმიტი (რის გამოც გასულ 2022 წელს 3 თვის მანძილზე, ზალდასტანიშვილების ქუჩაზე უწყვეტად მოედინებოდა კანალიზაციის ნიაღვარი და 2023 წელსაც, მიუხედავად ინფრასტრუქტურის განახლებისა, უკვე დადგა იგივე პრეცედენტი), არც სატრანსპორტო დატვირთვის და გამტარიანობის რესურსი, არც გამწვანების საჭიროება, რაც, დეკლარირებულად, მრავალი წელია ქ. თბილისის ყველა მერისთვის ერთერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

შედეგად, აღნიშნული ტერიტორია უკვე გადატვირთულია ერთმანეთთან ძალიან ახლოს განთავსებული მაღალსართულიანი კორპუსებით, გართულებულია ავტომობილების მოძრაობა, ქუჩაზე გადაადგილება მანქანების სიმრავლის გამო ფეხით მოსიარულისატვის არ არის უსაფრთო, არ არის საკმარისი საპარკინგე სივრცე, არ არის სარეკრეაციო სივრცე ადამიანებისთვის, არც სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის (არის მხოლოდ ერთი პატარა სკვერი, რომელიც არ არის საკმარისი ამდენი მაცხოვრებლისათვის) და ასე შემდეგ.

ამჟამად, მერიის მიერ გაცემულია ნებართვა კიდევ ერთი კორპუსის მშენებლობაზე და როგორც ჩვენთვის ცნობილია, მიმდინარეობს პროექტების შეთანხმება კიდევ არაერთი კორპუსის აშენებაზე, რაც იწვევს აღნიშნული ქუჩის მაცხოვრებელთა აღშფოთებას და შესაბამისად, მოგმართავთ პეტიციით, რათა: 

  1. შეჩერდეს ზალდასტანიშვილების ქუჩის შემდგომი განაშენიანება და ახალი სამშენებლო ნებართვების გაცემა მაღალსართულიანი შენობების ასაშენებლად,
  2. დაუყოვნებლივ შეჩერდეს ამჟამად მიმდინარე 9 სართულიანი კორპუსის მშენებლობა (არქიტექტურის სამსახურის ბრძანებაზე #6382734 და არქიტექტურის სამსახურის ბრძანებაზე #6296567) და მერიამ უზრუნველყოს ინვესტორისათვის სანაცვლო მიწის ფართის შეთავაზება
  3. ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყოს სკვერის მოწყობა, რომელიც ამ უბნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!