საჭიროა 9967 ხელმოწერა
33
10000
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს მთავრობა
- თბილისის მერია
- ენერგეტიკის სამინისტრო
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, მოხდეს ყველა ოჯახში გაზისა და მხუთავი აირის დეტექტორის მონტაჟის ვალდებულება
ტექნიკურად გაუმართავი და არასერტიფიცირებული გაზის დანადგარების გამოყენების დროს,
მათი არასწორი მონტაჟის ან/და ექსპლუატაციის შემთხვევაში, განსაკუთრებით იზრდება მხუთავი აირით მოწამვლის რისკი.
ასევე, მატულობს ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების/ხანძრის შემთხვევებიც.
სწორედ ამ მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით არაერთი უბედური შემთხვევა მომხდარა. არსებული სტატისტიკაც ამას ადასტურებს.
ვითხოვთ საქართველოს მთავრობამ, დააკისროს ვალდებულება შესაბამის სამსახურებს, უზრუნველყონ ბინებში და კერძო სახლებში მცხოვრები და კომერციულ ფართებში დასაქმებული ადმიანების უსაფრთხოება.
- არ მოხდეს ახალი აბონენტის რეგისტრაცია, სადაც არ იქნება ტექნიკურ პირობაში გაწერილი გაზის და მხუთავი აირის დეტექტორის ინსტალაცია.
- საქართველოს მთავრობამ საკუთარი ხარჯებით/თანადაფინანსებით გადასცეს ყველა მოქალაქეს საჭირო მოწყობილობა და მოახდინოს არსებული საშიშროების პრევენცია.