![ისანი-ორთაჭალის დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა.](https://manifest.ge/uploads/images/ae68fc5a-e16b-4aa0-b387-e9d0d878225f.jpg)
საჭიროა 937 ხელმოწერა
ადრესატი:
- თბილისის მერია
ისანი-ორთაჭალის დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა.
ორთაჭალის ხიდი ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო კვანძია, რომელიც აკავშირებს ქალაქის მნიშვნელოვან უბნებს. არსებული ხიდი გადატვირთულია რაც იწვევს :
-ყოველდღიურ საცობებს და გადაადგილების შეფერხებას.
- ჰაერის დაბინძურების ზრდას, რადგან ავტომობილები დიდხანს არიან გაჩერებულ მდგომარეობაში.
-საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეფერხებას, რაც დამატებით პრობლემებს უქმნის მოქალაქეებს.
მიგვაჩნია, რომ ისანი-ორთაჭალის დამაკავშირებელი ახალი ხიდი:
- გადატვირთავს არსებულ ხიდს და გააუმჯობესებს სატრანსპორტო ნაკადს.
- შეამცირებს საცობებს და გადაადგილების დროს.
- ქალაქს მიცსემს უფრო ეფექტიან და სტაბილურ ინფრასტრუქურულ განვითარებას.
მოვითხოვთ თბილისის მერიისა და შესაბამისი უწყებისაგან:
1. ოფიციალურად დაიწყოს ფონიჭალა-ისანის დამაკავშირებელი მდ. მტკვარზე დამატებითი ხიდის მშენებლობის პროექტის განხილვა.
2. გამოიძებნოს ფინანსური წყაროები და განისაზღვროს პროექტის დაწყების ვადები.
3. უზრუნველყოპილი იყოს პროექტის გამჭვირვალობა და საზოგადოებრივი ჩართულობა.
ჩვენი მოთხოვნა ემსახურება ქალაქის განვითარებას, საცობების შემცირებასა და უსაფრთხო კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფას. მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივ დაიწყონ საკითხის განხილვა და რეალური ნაბიჯები გადადგან ახალი ხიდის მშენებლობისათვის.
ფონიჭალის ავტობანიდან ისანში, კერძოდ დირსის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე ხიდის მშენებლობა იდეალური იქნება.
ფონიჭალასა და ისანს შორის ახალი ხიდის მშენებლობა გადაადგილებას გააუმჯობესებს . ქალაქის ეკოლოგიურ და ეკონომიკურ მდგომარეობას გააძლიერებს და საცობების პრობლემას შეამსუბუქებს.