საჭიროა 9937 ხელმოწერა
ადრესატი:
- კომუნიკაციების ეროვნული კომისია
- საქართველოს პრეზიდენტი
- საქართველოს პარლამენტი
ემიგრანტების პეტიცია საზოგადოებრივ მაუწყებელს!
პეტიცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ მამუკა ბახტაძეს.
თბილისის მერს ბატონ კახა კალაძეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბატონ დავით ზალკანიანს.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ზვიად კვაჭანტირაძეს.
დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორს ბატონ რატი ბრეგაძეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლობის დირექტორს
ბატონ ვასილ მაღლაფერიძეს
ბატონო ვასილ, მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, დაგებრუნებინათ სპეციალური გადაცემა ემიგრანტებზე „მიგრაციის მარშრუტები“ არ გაითვალისწინეთ.ეს გადაცემა ემიგრანტებისათვის იყო ერთად ერთი სასიცოცხოლო არტერია და შემაერთებელი ხიდი სამშობლოსთან. გადაცემის არსებობა იყო მსოფლიოში ქართველი ემიგრანტების საუკეთესო საკომუნიკაციო საშუალება. სახელმწიფოებრივი მნიშვნელობით კი აქტუალური. შუქდებოდა დიასპორული ფორუმები, ისტორიული დისპორის უცნობი ისტორიები, საარქივო მასალები, რაც საერთაშორისო ურთიერთობების გამყარების სერიოზული საფუძველია. გადაცემის დახურვა ნიშნავს ემიგრაციის 30 წლიანი ისტორიის დაკარგვას, რასაც ემიგრანტები ვერ შევეგუებით, დავიცავთ, ჩვენს უფლებებს საკონსტიტუციო კანონის თანახმად. მოვითხოვთ დაგვიბრუნოთ, ჩვენი დრო რადიოგადაცემაში და გადახედეთ ია მახარაძის წარმოდგენილ ახალ პროექტს“ემიგრანტის ხმა“
პეტიციას ხელს ვაწერთ:ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტი ბელგიასა და ათენში დარეჯან ღამბაშიძე.