საკონტაქტო ინფორმაცია
გაუქმდეს საქართველოს ფოსტის მიერ დაწესებული ხარკი შემომავალ საფოსტო გზავნილებზე

საჭიროა 37824 ხელმოწერა

12176
50000
ადრესატი:
  • თბილისის მერია
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

გაუქმდეს საქართველოს ფოსტის მიერ დაწესებული ხარკი შემომავალ საფოსტო გზავნილებზე

მოვითხოვთ საქართველოს ფოსტის მიერ დაწესებული ხარკის გაუქმებას ან ტარიფის დაწევას 25-50 თეთრამდე თითო ამანათზე.  2019 წლის 3 იანვრიდან დაწესდა ხარკი 2 ლარის ოდენობით რაც ნიშნავს იმას რომ,  Free Shipping- ით ჩამოტანილ ყოველ ამანათზე მოგიწევთ 2 ლარის გადახდა საქართველოს ფოსტაში. თუ თქვენი ამანათების რაოდენობა არის 15 ხოლო მათი ღირებულება არ აღემატება 7 ლარს თქვენ მოგიწევთ 30 ლარის გადახდა დამატებით საქართველოს ფოსტაში რათა მიიღოთ კუთვნილი ამანათი

მოვითხოვთ აღნიშნული ხარკის გაუქმებას ან ტარიფის დაწევას 25-50 თეთრამდე თითო მიღებულ ამანთზე. 

 

დაწესდა საფასური საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის გავლის მომსახურებისთვის და შეიცვალა ადრესატის ინფორმირების წესი

გაცნობებთ, 2019 წლის 3 იანვრიდან ძალაში შედის საფასური საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის გავლის მომსახურებისთვის,  რომლის ღირებულებაც განისაზღვრება 2 (ორი) ლარის ოდენობით. აღნიშნული საფასურის გადახდა შეგიძლიათ საქართველოს ფოსტის სერვის ცენტრებში გზავნილის ჩაბარებისას. ამასთან, თუ  თქვენ ისარგებლებთ საქართველოს ფოსტის დამატებითი სერვისით „გზავნილის ჩაბარება ადრესატის მისამართზე კურიერის საშუალებით“ , საფასურის გადახდის შესაძლებლობა  მოგეცემათ გზავნილის თქვენთვის სასურველ მისამართზე ჩაბარებისას, დამატებითი სერვისის საფასურის გადახდასთან ერთად.

საფასურის გადახდას ექვემდებარება მხოლოდ საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილები, რომელთა შიგთავსს წარმოადგენს საქონელი და იგზავნება მარტივი ან Express/Tracked კატეგორიის მცირე პაკეტის და  საჰაერო ამანათის ფორმით. ასეთ გზავნილთა კოდი იწყება ლათინური ასოებით U, L, C ან რიცხვით 03.  ზემოთ აღნიშნული კატეგორიის გზავნილები ძირითად შემთხვევაში განეკუთვნებიან ელექტრონული კომერციის გზავნილთა კატეგორიას.

საფასურის გადახდისაგან განთავისუფლებულია შემდეგი სახეობის საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილები:

·         ნებისმიერი სახეობის საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილი, რომლის შიგთავსაც არ წარმოადგენს საქონელი;

·         გზავნილი, რომელიც დაექვემდებარება სავალდებულო საბაჟო დეკლარირებას; საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

·         საფოსტო გზავნილი, რომელიც „საქართველოს ფოსტას“ და საბოლოოდ ადრესატს; გადაეცემა დაზიანებულ მდგომარეობაში;

·         საქართველოს ფოსტის პროდუქტი „სახმელეთო ამანათი“;

·         საფოსტო გზავნილი, რომლის ჩაბარებაზეც უარს განაცხადებს ადრესატი.

საფასურის გადახდას დაქვემდებარებული გზავნილების ადრესატისათვის ჩაბარების მიზნით, საქართველოს ფოსტის ქსელში გზავნილის შემოსვლის შემდეგ ადრესატს გაეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება. შეტყობინების ტექსტი მოიცავს ინფორმაციას თუ როდის და სად შეუძლია ადრესატს გზავნილის მიღება.

თუ ადრესატის გზავნილი არ შეიცავს მობილური ტელეფონის ნომერს, შეტყობინება  გზავნილის „საქართველოს ფოსტის“ ქსელში მიღების შესახებ კურიერის მიერ  მოთავსხება  ადრესატის სააბონენტო საფოსტო ყუთში, ხოლო ასეთი ყუთის არარსებობის შემთხვევაში, შეტყობინების დატოვება მოხდება ადრესატის კარზე ან მის მიმდებარედ გამოსაჩენ ადგილას.

გზავნილის მიღება შესაძლებელია საქართველოს ფოსტის სერვის ცენტრში, მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, ადრესატის ან მისი მინდობილი სრულწლოვანი პირის მიერ, რომელიც წარმოადგენს საკუთარ და ადრესატის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ან მის