საჭიროა 4580 ხელმოწერა
ადრესატი:
- თბილისის საკრებულო
"მოსკოვის გამზირს" ეწოდოს "კიევის გამზირი" - არა ოკუპანტს
22 თებერვალს, თბილისის საკრებულოში დარეგისტრირდა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც "მოსკოვის გამზირს" უნდა გადაერქვას სახელი და ეწოდოს უკრაინის დედაქალაქის, "კიევის გამზირი". ეს არის ერთადერთი ინიციატივა, რომელიც უკვე დგას საკრებულოს პოლიტიკურ დღის წესრიგში და აქვს განხორციელების შესაძლებლობა.
დაუშვებელი და მორალურად არასწორია, თბილისში, აგვისტოს ომში დაღუპულთა სახელობის ქუჩებთან ერთად, არსებობდეს არაერთი სამხედრო აგრესიის განმახორციელებელი და ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქის, მოსკოვის სახელობის გამზირი. ამ გამზირისათვის უკრაინის დედაქალაქის, კიევის სახელის მინიჭება მოტოვირებულია საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული მეგობრობით, სტრატეგიული პარნიორობითა და საერთო ღირებულებებით. მიმდინარე საერთაშორისო მოვლენების გათვალისწინებით კი, რელევანტური და დროულია, აღნიშნული გამზირისათვის სახელის გადარქმევა იქცეს უკრაინის მხარდასაჭერ აქტად, რომელსაც მხარს ვუჭერთ მოქალაქეები.