საკონტაქტო ინფორმაცია
დაჯარიმდნენ  წესების დამრღვევი მძღოლები მოქალაქეთა მიერ გადაღებული, დარღვევების ამსახველი ფოტო-ვიდეოების საფუძველზე

დასრულებული

2
1
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

დაჯარიმდნენ წესების დამრღვევი მძღოლები მოქალაქეთა მიერ გადაღებული, დარღვევების ამსახველი ფოტო-ვიდეოების საფუძველზე

პეტიცია იქმნება იმ მიზნით, რომ ამოქმედდეს კანონი, რის შემდეგაც მძღოლები დაჯარიმდებიან არამხოლოდ საპატრულო პოლიციისა და გზებზე განთავსებული ვიდეო-კამერების მიერ, არამედ მოქალაქეთა მიერ მიწოდებული დარღვევების ამსახველი ფოტო-ვიდეოების განხილვის შედეგადაც.

ხშირ შემთხვევაში, მძღოლები არ არღვევენ წესებს მხოლოდ ვიდეო კამერებთან, რომლიც გზებზეა განთავსებული, თუმცა ისეთ ადგილებში, სადაც კამერები ვერ აკონტროლებენ, ხშირად ხდება წესების დარღვევა, რაც საფრთხეს უქმნის, როგორც ქვეითს, ასევე - სხვა მძღოლებს. ფოტო-ვიდეო მასალა ამ დრომდე არ მიიჩნევა საფუძვლად, მძღოლთა დაჯარიმებისთვის.

პეტიციის მიზანია, ვიდეო რეგისტრატორებითა და სხვა საშუალებებით გადაღებული დარღვევების მიჩნევა ვალიდურად და განხილვა, მძღოლთა დაჯარიმებისთვის, რაც გადაარჩენს არაერთ სიცოცხლეს.