საკონტაქტო ინფორმაცია
მიმართვა "მ2"-ის გენერალურ დირექტორს ირაკლი ბურდილაძეს

საჭიროა 279 ხელმოწერა

122
401
ადრესატი:
  • ირაკლი ბურდილაძე

მიმართვა "მ2"-ის გენერალურ დირექტორს ირაკლი ბურდილაძეს

ბატონო ირაკლი, მოგმართავთ „მ2 იპოდრომთან 2“-ის მომავალი მაცხოვრებლები. მოგეხსენებათ,რომ „ტერასა ჯგუფის“ მიერ დაგეგმილი პროექტი ითვალისწინებს ჩვენი კომპლექსის შესასვლელის სერვიტუტით დატვირთვის ხელშეკრულებას, რის შესახებაც ბინების თავდაპირველი მყიდველები არ ვიყავით ინფორმირებულები, შესაბამისად არ მოგვეცა შესაძლებლობა გავცნობოდით აღნიშნული პირობების შინაარსს და ამის საფუძველზე მიგვეღო ბინის შეძენის გადაწყვეტილება. სერვიტუტის არსებობის ფაქტი მომავალი მობინადრეებისათვის ცნობილი გახდა 2017 წელს, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მერიის მიერ მეზობელ მიწის ნაკვეთზე კარტოზიას N12-ში შენობის პროექტი დამტკიცდა. სერვიტუტის პირობების შეტყობისთანავე მომავალმა მობინადრეებმა ჩვენთვის მიუღებელი ეს საკითხი გავაპროტესტეთ “მ2”-ის ხელმძღვანელობასთან, რაზეც “მ2”-მა თავისი გადაწყვეტილება ახსნა შემდეგით, რომ ამ ხელშეკრულების დადების მთავარ პირობას “მ2”-ის მხრიდან წარმოადგენდა ის გარემოება, რომ კარტოზიას N12-ში საპროექტო შენობა განთავსდებოდა მიწის ნაკვეთის უკანა საზღვრიდან(ორსართულიანი ნაწილი) 8მ-ის დაშორებით, ხოლო საპროექტო შენობის შედარებით უფრო მაღალ ნაწილამდე მანძილი იქნებოდა 37მ(საპროექტო შენობის დაბალი ნაწილი არ უნდა ყოფილიყო ორ სართულზე მეტი მიწის დონიდან). ამ შეთანხმების მიუხედავად „ ტერასა ჯგუფმა“ 2018 წლის ივნისში კვლავ შეიტანა პროექტი ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც მან სამშენებლო პროექტის უკანა ორ სართულიანი ნაწილი 1 სრული სართულით გაზარდა და უკვე +9.3მ. ნიშნულზე კიდევ დაამატა დამხმარე ფართი შენობის უკანა ნაწილს, რითიც საპროექტო შენობის დაბალი ნაწილის სახურავის ნიშნული 6.9მ-დან 12.6მ-დე გაზარდა.აღნიშნული ფაქტები უკვე წარმოადგენს სერვიტუტთან დაკავშირებით დადებული შეთანხმების უხეშ დარღვევას. “ტერასა ჯგუფი” ამ დარღვევებით არ დაკმაყოფილდა და 2018 წლის ნოემბერში მერიაში შეიტანა დასამტკიცებლად პროექტი გაცილებით აგრესიული ცვლილებებით (მათ სასარგებლოდ), რომლის მიხედვითაც საპროექტო შენობის მაღალ ნაწილს მხოლოდ 4 სართული მოაკლო და შენობის უკანა დაბალ ნაწილს დაამატა ორი სრული საოფისე სართული (1682.87კვ.მ) და მე-6 სართულზე “მ2”-ის მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ 236.16კვ.მ დამხმარე ფართი, რითიც საპროექტო შენობის უკანა ნაწილის სახურავის ნიშნული ამჯერად 20.6მ-მდე გაზარდა, რაც მკაფიო შეუსაბამობაშია სერვიტუტის პირობებთან. “მ2 იპოდრომთან 2”-ის მობინადრეები მოვითხოვთ “მ2”-ის ხელმძღვანელობისაგან, რომ რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ დარღვევებზე და არ დაუშვას სართულიანობის გაზრდა “ტერასა ჯგუფის” საპროექტო შენობის უკანა ნაწილში,რათა არ გაუარესდეს “მ2”-ის მეორე კორპუსის მობინადრეთა საცხოვრებელი პირობები და არ მოხდეს სერვიტუტზე შეთანხმება მოსახლეობასთან შეუთანხმებლად, მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ.