საჭიროა 107202 ხელმოწერა
ადრესატი:
- შპს "მაგთიკომი"
დაუბრუნდეს მაგთიკომის სამთავრობო ქსელის აბონენტებს წართმეული მეგაბაიტები.
2018 წლის 1 მარტს, დაახლოებით 3-4 საათით ადრე, მაგთიკომმა გვაცნობა 2017-2018 წლების კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შეძენილი მეგაბაიტების გაუქმების თაობაზე, თუმცა, თავად მაგთიკომი, როგორც ტენდერის მონაწილე, აღნიშნულ ინფორმაციას მანამდე ფლობდა.
მიუხედავად ამისა, მაგთიკომის სამთავრობო ქსელის ცხელი ხაზის ოპერატორმა 2018 წლის 1 მარტს, 11:29 საათზე გამცა ბუნდოვანი პასუხი, რომელიც არ ასახავდა მოსალოდნელ რეალობას, რამაც გამოიწვია როგორც ჩემი, ასევე სხვა უამრავი აბონენტის შეცდომაში შეგნებულად შეყვანა.
2018 წლის 1 მარტს, მაგთიკომს არ ჰქონდა შეზღუდული ინტერნეტ პაკეტების ძველი ტარიფებით შეძენა და არ შეიცავდა აბონენტების გაფრთხილებას მეგაბაიტების შესაძლო გაუქმების შესახებ. ბალანსის გადამოწმებისას, 2018 წლის 1 მარტს შეძენილი მეგაბაიტების გამოყენების ვადად ფიქსირდებოდა 2018 წლის 1 აპრილი.
ზემოაღნიშნული, მაგთიკომის მხრიდან არაეთიკური ქმედების გარდა შეიცავს, ინფრომაციის დამალვას მომხმარებლისათვის, პირადი გამორჩენის მიზნით.
მოვითხოვთ: დაუბრუნდეს მაგთიკომის სამთავრობო ქსელის აბონენტებს წართმეული მეგაბაიტები!!!