საჭიროა 4922 ხელმოწერა
ადრესატი:
- თბილისის მერია
- თბილისის საკრებულო
მოვითხოვთ შემუშავდეს და დამტკიცდეს ფეერვერკევის გაშვების წესი!
ფეერვერკი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ლამაზი სანახაობა რაც კი კაცობრიობამ მოიგონა და მისი ხილვა ყველა ასაკის ადამიანს ახარებს, თუმცა დღეს საქართველოში მათი გაშვების წესის არ ქონის გამო შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ყველა კერძო პირს სურვილის მიხედვით შეუძლია შეუკვეთოს და მიუხედავათ ფეერვერკის სიმძლავრისა და ხანგრძლივობისა დღის და ღამის ნებისმიერ დროს გაუშვას, რაც ხშირ შემთხვევაში სასიამოვნო სანახაობას გადააქცევს ღამის კოშმარად, როცა შუა ძილში ბავშვებს თუ ზრდასრულ ადამიანებს საშინელი ხმაური ურღვევს ძილს. ჩვენ ქევით ხელის მომწერნი მივმართავთ ქალაქ თბილისის საკრებულოს, მერიას და საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების შესაბამის მარეგულირებელ სტრუქტურებს, შეიმუშაონ რეგულაციები რომლებიც დაარეგულირებს კერძო პირების მიერ ქალქში ფეერვერკების გაშვების წესს, სადაც არც კერძო ფეერვერკების შემკვეთებს შეზღუდავს თავის სურვილებში და არც მოქალაქეების სიმშვიდეს აღარ დაარღვევს სამომავლოდ.