დასრულებული
1001
1000
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს პარლამენტი
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
გამკაცრდეს ფსიქოტროპულ აფთიაქებზე კონტროლი!(არა - სააფთიაქო ნარკომანიას) #ჩვენბევრნივართ
არსებული, ურთულესი ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია გამკაცრდეს ფსიქოტროპულ აფთიაქებზე კონტროლი - აიკრძალოს ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო გაყიდვა! უმკაცრესად უნდა დაისაჯონ "სიკვდილის გაყიდვით" გამდიდრებული აფთიაქების მეპატრონეები და მათი მფარველები! ესენი არიან ჩვეულებრივი გამსაღებლები, აუბედურებენ ათასობით ოჯახს. ჯარიმა ამ კატეგორიისთვის არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენს! ჯარიმდებიან იმ თანხით, რასაც 1 საათში შოულობენ. გატარდეს რიგი საკანონმდებლო ღონისძიებები, შეიცვალოს კანონი და ფსიქოტროპული წამლის "ბარიგები" წავიდნენ ციხეში, აფთიაქის ლიცენზირების სამუდამო გაუქმება/ჩამორთმევით! საქართველოს მომავალი საფრთხეშია... არა სააფთიაქო ნარკომანიას! #ჩვენბევრნივართ