საკონტაქტო ინფორმაცია
პეტიცია - "ვითხოვთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას!"

საჭიროა 3374 ხელმოწერა

1626
5000
ადრესატი:
  • უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო
  • თბილისის მერია
  • საქართველოს მთავრობა

პეტიცია - "ვითხოვთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას!"

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს და ის არც უნდა შეეჩერებინათ!

 

⭕️ როდესაც ქვეყანაში იზრდება ავადობის მაჩვენებელი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეთა მიმართვიანობა საავადმყოფოებში, განსაკუთრებით ეპიდემიების დროს. ანუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი არ უნდა აკრძალოს, არამედ პირიქით უნდა გაზარდოს მათი რაოდენობა. საზ-ტრანსპორტის აკრძალვით საავადმყოფოების გზა პრაქტიკულად გადაუკეტეს სოციალურად დაუცველებს და სიღარიბის ზღვარს მყოფ ოჯახებს. მათ არ ჰყავთ კერძო ავტომობილები და არც ტაქსის ფული აქვთ.

⭕️ ჯანდაცვის მომსახურება ეფექტიანია თუ დაავადების გამოვლენა ხდება ადრეულ სტადიაზე და ეს შესაძლებელია სამედიცინო დაწესებულებებში დროული მიმართვიანობით (ტრანსპორტირებით). დედაქალაქში საავადმყოფოების უმრავლესობა თავმოყრილია დიღომში, ამიტომ დედაქალაქის მერიამ მინიმუმ ის მარშრუტები უნდა აღადგინოს რომელიც თბილისის სხვადასხვა რაიონს დააკავშირებს კლინიკებთან.

⭕️ საკორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა, რომ გაიხსნება სავაჭრო თუ საწარმო ობიექტები. მათი გახსნის შემთხვევაშიც კი, ეკონომიკა ვერ გაცოცხლდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე. როგორ მივა პერსონალი სამუშაოდ? როგორ მივა მომხმარებელი სავაჭრო ობიექტზე? კერძო ავტომობილებით? ტაქსით? არა, ეს არ არის რეალური! 300-1000 ლარის ხელფასის მქონე პერსონალი ტაქსით სამსახურში ვერ გამოცხადდება, მათი გადაადგილების საშუალება არის საზ-ტრანსპორტი.

⭕️ ანუ, ერთი მხრივ ჩვენ მივიღეთ უფლება, რომ გაიხსნას სავაჭრო ობიექტები, ხოლო მეორე მხრივ არავინ იცის პერსონალი და მომხმარებელი როგორ აღმოჩნდებიან ადგილზე. საზ-ტრანსპორტის აკრძალვით უკვე მივიღეთ გაუარესებული სოციალური მდგომარეობა, ათიათასობით უმუშევარი ადამიანი, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახები.

⭕️ და ბოლოს, საერთაშორისო გამოცდილება გვეუბნება რომ საზ-ტრანსპორტის აკრძალვა დაუშვებელია, ვინაიდან აუარესებს ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას, იწვევს სიღატაკეს, შიმშილს და მოაქვს გამოუსწორებელი ეკონომიკური ზიანი ქვეყნებისთვის. ამიტომ საზ-ტრანსპორტი პრაქტიკულად არსად არ აკრძალულა საქართველოს გარდა! ავტობუსის, მეტროს და მიკრო-ავტობუსის ფუნქციონირება უნდა განახლდეს, ოღონდ საგანგებო წესების სრული დაცვით (პირბადე, ეკიპირებული მძღოლი, სპირტი, დისტანცია, ბუნებრივი ვენტილაცია და სხვ.), რაც თბილისის მერიამ საწყის ეტაპზე ვერ შეძლო.