საჭიროა 4974 ხელმოწერა
ადრესატი:
- თბილისის მერია
- თბილისის საკრებულო
- საქართველოს პარლამენტი
აიკრძალოს დასუფთავების მანქანების 08:00 - 20:00 დროის შუალედში მოძრაობა!
ალბათ იმის შეხსენება არ არის საჭირო თუ რაოდენ დიდი და გაუსაძლისი საცობებია თბილისის ქუჩებში. პიკი საათს რომ თავი დავანებოთ, უკვე მთელი დღის განმავლობაში საცობებია თითქმის მთელ ქალაქში.
ეხლახანს ვნახე პეტიცია სადისტრიბუციო ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვაზე სამუშაო საათების განმავლობაში და მივესალმები ამ ფაქტს, იმედია შეგროვდება სასურველი ხმების რაოდენობა და დაწესდება შეზღუდვები, თუნდაც მხოლოდ პიკი საათების დროს.
ვინაიდან ზემოთ ხსენებულ პეტიციაში არ იყო ნახსენები დასუფთავების მანქანები, ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა ეს პეტიციაც.
ალბათ დამეთანხმებით რომ ბევრს შეგხვედრიათ ზუსტად პიკი საათების დროს დასუფთავების სატვირთო მანქანები, რომლებიც ნაგვის ურნებს ცლიან. ნუთუ ასე ძნელი მისახვედრია რომ ეს დამატებით აფერხებს საგზაო მოძრაობას და კიდევ უფრო წელავს საცობებს?!
ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში დასუფთავების სამსახური მუშაობს მხოლოდ გვიან ღამით და დილის საათებში.
თუ თქვენც ფიქრობთ რომ ამ შეზღუდვის შემოღება ოდნავ მაინც შეამსუბუქებს საცობებს და გაამარტივებს მოძრაობას ქალაქში, მაშინ დაუჭირეთ მხარი ამ პეტიციას.