საკონტაქტო ინფორმაცია
დაემატოს ტრანსპორტი 116-ის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხაზს

საჭიროა 375 ხელმოწერა

125
500
ადრესატი:
  • თბილისის მერია

დაემატოს ტრანსპორტი 116-ის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხაზს

ყოველდღიურად მოცემულ სამარშუტო ტაქსს გაჩერებაზე დილის და საღამოს საათებში უამრავი მგზავრი ელოდება, ყველაზე კარგ შემთხვევაში საშუალოდ 30-40 წუთი. 
რიგი ოთხ სამარშუტო ტაქსს ავსებს, ხაზზე კი სულ 2-3 ტრანსპორტი მუშაობს და დროის დიდი ინტერვალით გადაადგილდებიან. მოლოდინის დრო უსასრულოდ იწელება და სამსახურში დაგვიანების შიშით მგზავრებს ფეხზე დგომა ამ დამატებით ხარჯების გაღება უწევთ. საღამოს საათებში კი ზოგჯერ საათზე მეტი დროით ლოდინი გაჩერებებზე.  

116 - გლდანის VII-VIII მ/რ > ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა > აღმაშენებლის ხეივანი > თბილისი მოლი. 

*გთხოვთ, გააუმჯობესოთ მათი მუშაობის პროცესი, დაამატოთ სატრანსპორტო საშუალება ან მოცემულ მარშრუტზე დააყენოთ ავტობუსი. ალოგიკურია ასეთ მოკლე მანძილზე მოქალაქეს 1 საათი ჭირდებოდეს გადაადგილებისათვის.