დასრულებული
ადრესატი:
- თბილისის მერია
დაინიშნოს მუნიციპალური ტრანსპორტი საგურამოში
მოგესალმებით.
მოვითხოვთ, რომ საგურამოში დაინიშნოს მუნიციპალური ტრანსპორტი. მოგეხსენებათ,რომ საგურამოს მოსახლეობის რიცხვი ბოლო წლებში მკაფიოდ გაიზარდა და არა მხოლოდ საგურამოში, ასევე მის მიმდებარე სოფლებში( გალავანი, არაშენდა, ჯიღაურა...).
მაცხოვრებლების უმეტესობას სიარული უწევს სამარშუტო ტაქსით, რომლის ხაზებიც აქვს X პიროვნებას შესყიდული, თუმცა არ აკონტროლებს დადის თუ არა განსაზღვრულ დროზე ტრანსპორტი. მოვა თუ არა თავის დროზე დამოკიდებულია მძღოლებზე, არის შემთხვევები, როდესაც 2 საათის განმავლობაში არ მოდის. მისი ღირებულებაც არის ცვალებადი და არასტანდარტული, რომელსაც აწესებს ხაზის მეპატრონე, ამჟამად ტარიფი შეადგენს 2.50₾, 20-25 წუთის სავალზე.
მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ხალხს, რომლებსაც თბილისში ყოველდღიურად უწევთ გადაადგილება ექმნებათ პრობლემა, რადგან განსაზღვრულ დროს ვერ მიდიან სკოლებში, უნივერსიტეტსა თუ სამსახურში.
ასევე, ზოგჯერ მოსახლეობას გვჭირდება ბანკი და სხვადასხვა დაწესებულება, რომლებიც არ არის საგურამოში და არის მცხეთაში, კარგი იქნება თუ მცხეთა- საგურამოს ხაზიც დაინიშნება.
მოვითხოვთ, რომ მცხეთის მერიამ დაიწყოს მუშაობა საგურამოში მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნის თაობაზე და გამოგვიყოს ტრანსპორტი.
მადლობა ყურადღებისთვის.