საჭიროა 18672 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს პრეზიდენტი
- თბილისის საკრებულო
მარჯვენა საჭე ჩემი უფლებაა
მოვითხოვთ მხარი არ დაუჭიროთ შსს-ს მიერ წარმოდგენილ ინიციატივას მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით, გაითვალისწინეთ მოსახლეობის მოთხოვნა, ამით ძალიან ბერვი კომპანია და ოჯახი რჩება შემოსავლის გარეშე. ეს ავტომობილები არის სრულიად გამართული და ბევრად იაფი ჯდება ვიდრე იგივე უბრალოდ მარცხენასაჭიანი ავტომობილი, ჩვენ მოსახლეობას კი მოგეხსენებათ რთული ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე ურჩევნია შეიძინოს მარჯვენასაჭიანი ავტომობილი შედარებით გამართული და ახალი ვიდრე იგივე ფასად გაუმართავი და ძველი ავტომობილი რომელიც გარემოს დიდ ზიანს აყენებს. შსს გადაწყვეტილება ჩვენთვის მიუღებელია და ამ კუთხით ეს პრობლემა ვერ მოგვარდება პირიქით მოსახლეობა იზარალებს. ქვეყანაში სადაც მოუწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურა და მშენებლობის ნებართვა გაიცემა ისე რომ კორპუსს პარკირებაც კი არ აქვს და ისედაც ვიწრო ქუჩებს ავიწროვებენ ვფიქრობთ მსგავსი რეგულაცია მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეზღუდვაზე უბრალოდ ავტომობილებს გახდის მოსახლეობისთვის ხელმიუწვდომელს და დაიკლებს ავტომობილების იმპორტი რითიც შემცირდება დროთა განმავლობაში ავტომობილების რიცხვი, ეს უბრალოდ მარტივი გამოსავალია და მეტი არაფერი, სამომავლოდ მოსახლეობას ვეღარ ექნება არჩევანის თავისუფლება და მოუწევს მარცხენასაჭიანი ავტომობილის შეძენა, მაგრამ ძველის და თუ ამაზეც რეგულაციები შემოვა (აიკრძალება ძველი წლოვანების ავტომობილების იმპორტი) უბრალოდ საშუალო ფენა (რომელიც მოგეხსენებათ უმრავლესობაშია) ვეღარ შეძლებს ავტომობილის შეძენას, მით უმეტეს როცა "სალიზინგო" სფეროც სრულიად მოუწესრიგებელია. ესე ყველასთვის მარტივად გასაგები ენით გწერთ, კიდევ ერთხელ გთხოვთ არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება და გაითვალისწინეთ მოსახლეობის მდგომარეობა.