თამილა ხიზანიშვილი დაიბადა 1969 წლის 18 აპრილს, ქ.თბილისში. არის ოთხი შვილის დედა. საპატრიარქოდან მიღებული აქვს თავდადებული დედის წოდება. იყო კერძო წმ.ნინოს სახელობის მრავალპროფილიანი საშუალო სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი, თბილისის 215-ე ბაგა-ბაღის დირექტორი. არის ა(ა)იპ შემოქმედ პედაგოგთა კლუბისა და გამომცემლობა ,,თამარის" დამფუძნებელი, რამოდენიმე საბავშვო წიგნისა და პროექტის ავტორი.
ამჟამად მუშაობს ქ. თბილისის მე-12 საჯარო სკოლაში დაწყებითების (წამყვანი) მასწავლებლად. სხვადასხვა პროექტებში მიღებული აქვს საერთაშორისო მასწავლებლის წოდება. მისი პროგრამით ფუნქციონირებს გაძლიერებული სწავლების შემოქმედებითი სტუდიები სხვადასხვა სკოლებში.
დარეგისტრირდა: 24 ივნისი, 2023