საკონტაქტო ინფორმაცია
ყოველი სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს ჩატარდეს ზღაპრის ფესტივალი!

საჭიროა 4685 ხელმოწერა

315
5000
ადრესატი:
  • საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • თბილისის მერია
  • თბილისის საკრებულო
  • საქართველოს მთავრობა
  • სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

ყოველი სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს ჩატარდეს ზღაპრის ფესტივალი!

             სასკოლო ცხოვრება ერთი დიდი ზღაპარია და ამ პერიოდს ყველა ადამიანი ტკბილად იხსენებს. ყველას უნდა ზღაპრული ცხოვრება და ზღაპარში მოხვედრა. ბევრ ქვეყანაში დაწესებულია ზღაპრის ფესტივალები და ვფიქრობ, არც ჩვენი ქვეყანაა ამ მხრივ გამონაკლისი.

             ყოველი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის დიდი ზეიმია. მაგრამ ის უფრო სტიმულისა და ენერგიის მიმცემი იქნება თუ მას სხვა იერსახესა და ელფერს შევმატებთ. 

            მოდით,  გავულამაზოთ ბავშვებს ახალი სასწავლო წლის დაწყების პირველი დღე და ჩავატაროთ ზღაპრის ფესტივალი როგორც თბილისში, ისე სხვადასხვა რეგიონებში.

            ფესტივალებზე საშუალება მიეცემათ ყველა მონაწილესა და დამსწრე საზოგადოებას რომ მონაწილეობა მიიღონ ზღაპრული კოსტუმებით, დაესწრნონ ზღაპრულ წარმოდგენებს, შეიძინონ სხვადასხვა ზღაპრის წიგნები, მოიხატონ სახე ზღაპრულ გმირებად.

            სკოლებს ექნებათ საშუალება რომ სკოლის ტერიტორია  ზღაპრულ სამყაროს დაამგვანონ.  მოაწყონ ზღაპრული მარათონები,  გასაყიდად გამოიტანონ მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთები, წარმოადგინონ ცეკვა-სიმღერები, სპირტული შეჯიბრებები და იუმორისტული ნომრები მოსწავლეების შესრულებით. მშობლებისთვის მოაწყონ ჩაის საღამოები და სასწავლო წლის დაწყების პირველი დღე გადააქციონ ზღაპრულ ზეიმებად. 

           

 

 

 


თამილა ხიზანიშვილი დაიბადა 1969 წლის 18 აპრილს, ქ.თბილისში. არის ოთხი შვილის დედა. საპატრიარქოდან მიღებული აქვს თავდადებული დედის წოდება. იყო კერძო წმ.ნინოს სახელობის მრავალპროფილიანი საშუალო სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი, თბილისის 215-ე ბაგა-ბაღის დირექტორი.   არის ა(ა)იპ შემოქმედ პედაგოგთა კლუბისა და გამომცემლობა ,,თამარის" დამფუძნებელი,  რამოდენიმე საბავშვო წიგნისა და პროექტის ავტორი. ამჟამად მუშაობს ქ. თბილისის მე-12 საჯარო სკოლაში დაწყებითების (წამყვანი) მასწავლებლად.   სხვადასხვა  პროექტებში მიღებული აქვს საერთაშორისო მასწავლებლის წოდება. მისი პროგრამით ფუნქციონირებს გაძლიერებული სწავლების შემოქმედებითი სტუდიები სხვადასხვა სკოლებში. 

ვრცლად