
საჭიროა 498 ხელმოწერა
ადრესატი:
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია
განახლებული მოსწავლე-ახალგაზრდული პარკი
პეტიცია ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის (ყოფილი პიონერთა) პარკის განახლების მოთხოვნით
ჩვენ, ქუთაისის ახალგაზრდობა, მოვითხოვთ მოსწავლე-ახალგაზრდობის (ყოფილი პიონერთა) პარკის განახლებასა და კეთილმოწყობას.
პარკი მდებარეობს ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარედ და ყოველდღიურად უამრავ მოზარდსა და მცირეწლოვან ბავშვებს მასპინძლობს. მიუხედავად მისი დიდი პოტენციალისა, სივრცე ამჟამად არ არის უსაფრთხო და არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.
არსებული პრობლემები:
- პარკში არ არის დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები, რაც ზრდის უსაფრთხოების რისკებს;
- არ არსებობს შესაბამისი განათება, რის გამოც საღამოს საათებში პარკის გამოყენება საფრთხისშემცველია;
- ატრაქციონებს დიდი ხანია გასული აქვს ექსპლუატაციის ვადა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.
ამ პეტიციით მოვუწოდებთ ქუთაისის მერიას, გამოყოს საჭირო ფინანსური და ტექნიკური რესურსები პარკის მოსაწყობად:
- დამონტაჟდეს სათვალთვალო კამერები და განათების სისტემები;
- დემონტაჟდეს მოძველებული ატრაქციონები და შეიცვალოს უსაფრთხო, თანამედროვე ინვენტარით;
- მოეწყოს სუფთა, მრავალფუნქციური და ეკოლოგიურად გამართული გარემო, რომელიც იქნება კომფორტული და უსაფრთხო ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის.
პეტიციაზე ხელმოწერით ადასტურებთ, რომ მხარს უჭერთ მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის განახლებას და ითხოვთ მერიიდან შესაბამის რეაგირებას.