დასრულებული
ადრესატი:
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
- თბილისის მერია
- თბილისის საკრებულო
შესწავლილ იქნას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს კანონდარღვევები მიუსაფარ ცხოველთა ევთანაზიასთან დაკავშირებით
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს
ლევან დავითაშვილის
ქალაქ თბილისის მერს
კახი კალაძეს
ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს
ბატონ გიორგი ტყემალაძეს
მოგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში ჩვენ, თვალს ვადევნებთ და ზოგიერთი ჩვენგანი უშუალდოდ ვართ ჩართულები ბევრ სახელმწიფო პროცესებში რომელიც მიმდინარეობს უშუალოდ ქუჩის ცხოველებთან და არა მარტო მათთან დაკავშირებით. ამ დროის მანძილზე ძალიან ხშირად დაფიქსირებულა ისეთი ხარვეზები რომელთა გამოსასწორებლად ხშირად მიგვიმართავს სურსათის ეროვნულის სააგენტოს თანამშრომლებისთვის და მათი დახმარებით მიგვიღწევია სწორი შედეგისთვის.
დღევანდელი ჩვენი წერილის მიზანია ნათელი მოვფინო იმ რეალობას რომლის ფარგლებში ადგილი აქვს ბევრი საერთაშორისო და პირველ რიგში ეპიზოოტოლოგიური წესის დარღვევას რაც ყოვლად დაუშვებელია 21 საუკუნეში. საკითხი ეხება თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის ქმედებას ცოფთან ბრძოლის და სხვა ღონისძიებებში ჩართულობის სისწორეს, რა დროსაც ირღვევა როგორც ეპიზოოტოლოგიური წესები, აგრეთვე ცხოველთა და მიმკედლებელთა უფლებებიც. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე მსგავსი ქმედებები ჩრდილს აყენებს ქვეყანას როგორც ვეტერინარული კუთხით, აგრეთვე საერთაშორისო ასპარეზზე ცხოველთა დაცვის კუთხითაც. სახელმწიფო სტრუქტურა რომელსაც ევალება ქალაქ თბილისში ცხოველებთან სწორად მუშაობა არ უნდა აძლევდეს თავს თვითნებობის და ეპიზოოტოლოგიური წესებიდან გადახვევის უფლებას. მაგალითისთვის საკმარისი იქნება მოვიყვანოთ რამდენიმე შემთხვევა, დავიწყებ უახლესით:
1. 29.06.2020 გლდანის ტერიტორიიდან იქნა აყვანილი 10 წლის ძაღლი, რომლის მიმართაც თვითმხილველის მონათხრობის მიხედვით ბავშვმა გამოიჩინა სისასტიკე რის საპასუხიდ ძაღლმა გაკაწრა ბავშვი ფეხზე. ძაღლი გადაყვანილი იქნა თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში 10 დღიან დაკვირვებაზე, ამავე ძაღლზე იყო მოთხოვნა მიკედლების ადგილზე დაბრუნებისთვის. აღსანიშნავია რომ ეს იყო აღნიშნული ძაღლის პირველი გადაყვანა 10 წლის განმავლობაში, რაც ლოგიკურად გვაფიქრებინებს, რომ ძაღლი არ იყო აგრესიული. 10 დღიანი დაკვირვების გასვლის შემდეგ, რა დროსაც ძაღლს არ გამოვლენია ცოფის ნიშნები, იმის მაგივრად, რომ ეპიზოოტოლოგიური წესის მიხედვით ძაღლი დაქვემდებარებოდა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას და დაბრუნებულიყო მიკედლების ადგილზე, ძაღლი დაექვემდებარა ევთანაზიას. მოგვიანებით გაირკვე დაკაწრული ბავშვის მშობლებისგან რომ აყვანილი და ევთანაზირებული ძაღლი არ იყო ის რომელმაც დაკაწრა ბავში, რის შესახებაც ბავშის მშობლებმაც დროულად შეატყობინეს თავშესაფრის თანამშრომლებს, თუმცა მიუხედავად ამისა უდანაშაულო ძაღლი მაინც იქნა ევთანაზირებული.
2. სოფელი დიღომი, 2019 წელის დეკემბერში რა დროსაც შემოღობილ ტერიტორიაზე მცხოვრებ ძაღლს დაუდგინდა ცოფი. დაავადებული ძაღლის ტერიტორიიდან 3კმ რადიუსზე მცხოვრები შეძლებისდაგვარად ყველა ქუჩის ძაღლი დაექვემდებარა ევთანაზიას იმის ნაცვლად, რომ დაქვემდებარებულიყო სავალდებულო ცოფის საზინააღმდეგო ვაქცინაციას, რაც ასევე ეკუთვნის ეპიზოოტოლოგიური წესების დარღვევას და რასაც მუნიციპალურ თავშესაფარს ავალდებულებს რიგი ვეტერინარული ჩანაწერები და წესები.
3. იდენტური შემთხვევა გვქონდა ფონიჭალაში 2019 წლის მაისი-ივნისში, რა დროსაც ქუჩის გასტერილებული, ვაქცინირებული და მარკირებული ძაღლები იყვნენ ტერიტორიიდან აყვანილი და ევთანაზირებულები, ხოლო პატრონიანი აუცრელი ძაღლები დაექვემდებარნენ სავალდებულო აცრებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი აქვს ორმაგ სტანდარტს, რადგან ცხოველი ცხოველია და დაავადებასთან მიმართებაში შეიძლება კლასიფიცირდებოდეს როგორც აცრილი და აუცრელი და არა პატრონიანი და უპატრონო, მით უფრო რომ ადგილი ქონდა მიკედლებული, ანუ მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ ძაღლების ევთანაზიას. აქაც კიდევ ერთხელ დაირღვა ეპიზოოტოლოგიური წესი.
4. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მუნიციპალური თავშესაფარი თავისი ქმედებით უგულებელყოფს ცოფის ვაქცინის ეფექტებს. მისი მიდგომებიდან გამომდინარე გამოდის, რომ სახელმწიფო, კერშოძო პირები და ორგანიზაციები სულ ტყუილად ხარჯავენ რესურსს ცხოველების ცოფის საწინააღმდეგოდ ვაქცინაციაში, იმიტომ რომ მათი ქმედებებით ჩანს რომ ისინი ვაქცინაციას არ აღიარებენ როგორც დაცის მექანიზმს, რაც საერთაშორისო დონეზეც კი არყევს მუნიციპალური თავშესაფრის, შესაბამისად სახელმწიფოს კომპეტენციას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მტკიცებულების სახით საკმარისი იქნება რამდენიმე უკვე ვაქცინირებული ქუჩს ძაღის სისხლის ანტისხეულებზე კვლევა-ტიტრაცია.
ბატონებო, მოგმართავთ თხოვნით გაეცნოთ აღნიშნულ საკითხებს, გამოაშკარაოთ ამ და სხვა თემებზე არაკომპეტენტური გადაწყვეტილებების მიმღები პირები, სათანადო გადაწყვეტილება მიიღოთ მათ საქმიანობასთან დაკავშრებით და ეპიზოოტოლოგიურ წესებს დააქვემდებაროთ მუნიციპალური თავშესაფრის ყოველი ქმედება, აქვე იქნეს გათვალისწინებული როგორც ქვეყნის იმიჯი, მოსახლეობის და მიმკედლებლების ინტერესიც და არა კონკრეტული პირების ორმაგი სტანდარტები რომლებიც ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფ ვეტერინარიას კიდევ უფრო დიდ ჩრდილს აყენებს.