საჭიროა 48546 ხელმოწერა
ადრესატი:
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
მოვითხოვთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას.
პ ე ტ ი ც ი ა
პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მუშაობის პროცესში, საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ეროვნული ინტერესების უგულვებელყოფას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მცდელობას.
უდავოა, რომ კომისიის წევრები მოქმედებდნენ იმჟამად მმართველი პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მითითებით და უშუალოდ მათ დავალებებს ასრულებდნენ.
საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი „ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობის“ განზრახი ქმედებების შედეგად, რაც მიზნად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას ისახავდა, საქართველოს კუთვნილი 3500 ჰექტრამდე ტერიტორია, მათ შორის, დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსი დადგა უცხო ქვეყნისათვის გადაცემის აშკარა საფრთხის ქვეშ.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ'' საქართველოს ორგანული კანონის 35-ე და 36-ე მუხლების თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობა ან პარლამენტის წევრთა არანსკლებ ერთ მეხუთედისა უფლებამოსილია სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვოს პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა.
პეტიციის მიზანია, მოუწოდოს საქართველოს მთავრობას, წარადგინოს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და მოითხოვოს პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა.
სახელმწიფოს ღალატში მხილებულ ნაცებს არ აქვთ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების არც მორალური და არც კონსტიტუციური უფლება!ეს საქართველოს ღირსების საქმეა.
გთხოვთ, თქვენი ხელმოწერით მხარი დაუჭიროთ პეტიციას.
არა ნაცებს, არა სახელმწიფოს ღალატს!