საკონტაქტო ინფორმაცია
ჯანსაღი კვება ყველა მოსწავლეს

დასრულებული

10148
10000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს სახალხო დამცველი

ჯანსაღი კვება ყველა მოსწავლეს

წინამდებარე პეტიციაზე ხელისმომწერნი მოვითხოვთ: დაუყოვნებლივ შეწყდეს სკოლის ბუფეტებში ჯანმრთელობისთვის მავნე საკვებით ვაჭრობა და სახელმწიფომ დააფინანსოს სკოლებში ჯანსაღი კვების პროგრამა.

დღეისათვის გაკვეთილებს უმეტესად მშიერი ბავშვები ესწრებიან. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა კვებას. ბევრ ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა შვილს სახლიდან გაატანოს საკვები, რაც ზრდის ბავშვებს შორის უთანასწორობას. ბევრ სკოლაში არ არსებობს ბუფეტი. სადაც ბუფეტი ფუნქციონირებს, ეს იმის ხარჯზე, რომ სკოლის სივრცე ნაქირავები აქვს კერძო პირს და ბუფეტის ნაცვლად იქ გახსნილი აქვს მაღაზია, სადაც ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი პროდუქტებით ვაჭრობს. ე.წ ბუფეტში იყიდება გაზიანი სასმელები, მდარე, საეჭვო ხარისხის ტკბილეული და ცომეული, რაც ეწინააღმდეგება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N410-ს, რომლითაც განსაზღვრულია სასკოლო კვების აკრძალული პროდუქტების ჩამონათვალი (საღეჭი რეზინი, კანფეტები, ჩიფსები, ჟელიბონი და ა.შ.)

ამ პეტიციაზე ხელისმომწერნი მოვითხოვთ: 

  • იმ სკოლებში, სადაც მოქმედებს ბუფეტი, დაუყოვნებლივ შეწყდეს ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი საკვებით ვაჭრობა.
  • სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგულარულად შემოწმდეს ბუფეტებში გასაყიდი პროდუქციის შემადგენლობა და ხარისხი.
  • განათლების სამინისტრომ დაჩქარებული წესით დანერგოს ჯანსაღი სასკოლო კვების პროგრამა. მუშაობის პროცესი გახადოს გამჭვირვალე და ჩაგვაყენოს საქმის კურსში, რას აპირებს სახელმწიფო ამ მიმართულებით.

 

პეტიციასთან დაკავშირებული სიახლეები
გამოქვეყნებულია ადმინისტრაციის მიერ

პეტიცია გაგზავნილია ადრესატებთან


საგანმანათლებლო სისტემაში მშობელთა ჩართულობის გაზრდის ინიციატორი ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 2000-ზე მეტ მშობელს აერთიანებს

ვრცლად