საკონტაქტო ინფორმაცია
დეპუტატთა პენსიები გაუთანაბრდეს ქვეყნის რიგითი მოქალაქეების პენსიებს

საჭიროა 4978 ხელმოწერა

22
5000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს მთავრობა

დეპუტატთა პენსიები გაუთანაბრდეს ქვეყნის რიგითი მოქალაქეების პენსიებს

2016 წლის მონაცემებით, საქართველოს პარლამენტის 677 ყოფილი  დეპუტატიდან თითოეული პენსიის სახით 560 ლარს იღებს. რაზეც ბიუჯეტიდან წელიწადში 4.5 მილიონი ლარი იხარჯება. ამასთან, ყოფილი დეპუტატების პენსია საქართველოს რიგითი მოქალაქეების პენსიაზე 250%-ით მეტია.
 ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს პარლამენტი ვერ უზრუნველყოფს ხალხისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. მაშინ როდესაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის არსებითად მნიშვნელოვანია კანონები, რომლებიც დღევანდელ ეკონომიკურ პირობებში შეამსუბუქებენ მათ ამ ქვეყანაში არსებობას, პარლამენტის წევრები დროს უსარგებლო კამათზე ან კონკრეტული ელიტების ინტერესებზე მორგებული ინიციატივების განხილვაზე ხარჯავენ. 

კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს პარლამენტისადმი საზოგადოების ნდობა დაბალია. მაგალითად, „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ მიერ, 2018 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 17% პროცენტი ენდობა სრულად ან მეტწილად საქართველოს პარლამენტს.
 პარლამენტი არის ორგანო, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის მოქალაქეების ღირსების მანიფესტაციას, თუმცა, როგორც 2019 წლის 20 ივნისს, მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების მოწვევითაც დადასტურდა, საქართველოს პარლამენტი ვერ ასრულებს ამ ფუნქციას.  აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრები არ უნდა სარგებლობდნენ სხვადასხვა პრივილეგიებით. გადასახდელების გადამხდელები არ უნდა უზრუნველყოფდნენ ყოფილი დეპუტატების მაღალ პენსიას, მაშინ როცა რიგითი მოქალაქეების პენსია მინიმალურია, ამიტომაც მოვითხოვთ ყოფილ დეპუტატთა პენსია გაუთანაბრდეს ქვეყნის რიგითი მოქალაქეების პენსიას.