საკონტაქტო ინფორმაცია
ჩამოერთვას ელისო ბოლქვაძეს "იუნესკოს" მშვიდობის ელჩის სტატუსი

საჭიროა 369 ხელმოწერა

131
500
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი

ჩამოერთვას ელისო ბოლქვაძეს "იუნესკოს" მშვიდობის ელჩის სტატუსი

2023 წლის 7 მარტსსაქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი ”უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში დასმენის ინსტიტუტის შექმნასმედიის და არასამთავრობო სექტორის დევნას და თავისუფალი აზრის ჩახშობის დაკანონებასის სრულ წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს მისწრაფებასთანიქცეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრად და გახდეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანადღესროდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 1 წელზე მეტი გავიდასაქართველოს 20 პროცენტზე მეტი კი რუსეთის მიერ არის ოკუპირებულირუსეთში 2012 წელს მიღებული კანონის ანალოგიური დოკუმენტის მიღებასახელმწიფოს და ეროვნული ინტერესების ცალსახა და უპირობო ღალატად მიგვაჩნია.

 

2020 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია პიანისტი ელისო ბოლქვაძეის ყოველდღიურად წყვეტს საქართველოს მოქალაქეების ბედსმათ აწმყოს და მომავალსმარტს მან პირველივე მოსმენაზე მისცა ხმა ამ კანონპროექტს და ასე უღალატა სამშობლოსთავის ხალხსსაქართველოს ყველა მოქალაქესრომელსაც სხვადასხვა წლებში საკუთარ თავზე გამოუცდია რუსული აგრესიარომელსაც ჯერ 1992-93 წლებშიშემდეგ კი 2008 წელს საკუთარი სახლის დატოვება და თავისსავე ქვეყანაში დევნილად ქცევა მოუწიასაქართველოს მოქალაქეებმა რუსულ სამხედრო შენაერთებთან ბრძოლაში სხვადასხვა დროს დაკარგეს ოჯახის წევრები - მშობლებიდა-ძმები და შვილებიდათმეს ყველაზე მთავარი - საკუთარი სიცოცხლეშეუფასებელია ის ზიანირომელიც რუსეთის სახელმწიფომ მათ წლების განმავლობაში მიაყენა.

 

ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ხალხმრავალი დემონსტრაციები თბილისშისაქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ქვეყნის არაერთი მოქალაქე დაზარალდასაპროტესტო აქციების შედეგადუპრეცენდენტოდ მოკლე ვადაში დაინიშნა კანონპროექტის მეორე მოსმენათუმცა ელისო ბოლქვაძეს არც ამ განხილვაზე მიუცია ხმა კანონპროექტის წინააღმდეგ.

 

მიგვაჩნიარომ ელისო ბოლქვაძეროგორც პოლიტიკოსი და ხელოვანი არ იმსახურებს იუნესკოს მშვიდობის ელჩის (Artist for Peace) სტატუსსრომელსაც ის 2015 ”იუნესკოს“ ეგიდით წლიდან ატარებს.

 

ჩვენ ღრმად გვწამსრომ ამ როლში მისი მიზანი მსოფლიო მოსახლეობის მშვიდობიანცივილიზებულ თანაარსებობაზე ზრუნვა უნდა იყოსრასაც სრულიად ეწინააღმდეგება მისი პოლიტიკური საქმიანობაამის ნათელი დასტური კი ანტისახელმწიფოებრივიმტრის მიბაძვით დაწერილი კანონპროექტის მხარდაჭერაა.

 

ველით თქვენს გამოხმაურებას.

პატივისცემით,

საქართველოს პენ-ცენტრი

 

P.S. 126 ადამიანის მიერ ხელმოწერილი წინამდებარე წერილი უკვე გაიგზავნა შესაბამის ადრესატთან, თუმცა  მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და ხელმოწერის მსურველთა სიმრავლის გამო, ის თავსდება manifest.ge-ზეც. მოვლენების განვითარების შესახებ ეტაპობრივად ეცნობება "იუნესკოს".

 


საერთაშორისო პენცენტრი შეიქმნა 1921 წელს და არის ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელიც იცავს გამოხატვის თავისუფლებას. საქართველოში პენცენტრი მოქმედებს 1991 წლიდან.

ვრცლად