საკონტაქტო ინფორმაცია
 ქეთი დოლიძის მხარდასაჭერი პეტიცია

საჭიროა 1467 ხელმოწერა

33
1500
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პრეზიდენტი
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

ქეთი დოლიძის მხარდასაჭერი პეტიცია

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კულტურის მინისტრის ბრძანებით, ამა წლის 17 სექტემბერს უფლებამოსილება შეუწყდება მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინო-მსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ქალბატონ ქეთი დოლიძეს.

 ქალბატონი ქეთი კინო-მსახიობთა თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი გახლავთ და სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას ღირსეულად იკავებდა წლების მანძილზე.  აბსურდულად მიგვაჩნია მინისტრის ბრალდება, რომ თითქოს ქეთი დოლიძე ვერ ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში. მიუხედავად ბატონი მინისტრის განცხადებისა, რომ ქალბატონი ქეთის გათავისუფლებას არავითარი ადამიანური დამოკიდებულებები და გრძნობები არ ედო საფუძვლად, ვფიქრობთ, სწორედ ამ უკანასკნელის გამო მოხდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება, რაც  მიგვაჩნია უსამართლო გადაწყვეტილებად, რადგან ვფიქრობთ, რომ იგი ღირსეულად ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას, რასაც ადასტურებს  ის საზოგადო დამსახურებები და ჯილდოები, რომელიც ქალბატონმა ქეთიმ თავის პროფესიულ გზაზე ღირსეული მოღვაწეობისთვის დაიმსახურა  და  მიიღო. იგი გახლავთ წარმატებული სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი, არის კარგი მენეჯერი , რაზეც მეტყველებს  მისი მოღვაწეობის ბოლო წლები მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინო-მსახიობთა თეატრში.

მივმართავთ საზოგადოებას, რომ მხარი დაუჭიროს ქეთი დოლიძის თანამდებობაზე აღდგენას .