საჭიროა 2734 ხელმოწერა
ადრესატი:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ცვლილებები განათლების შესახებ კანონში, რატომ დაწესდა შეზღუდვები სასკოლო ასაკზე?
მოგეხსენებათ, რომ თუ თქვენი შვილი 16 სექტემბრის შემდეგ ხდება ექვსი წლის, მაშინ სკოლა მისთვის კიდევ ერთი წლით გადაიწევს. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლაში სწავლას მხოლოდ ისინი დაიწყებენ, ვისაც 6 წელი უკვე შეუსრულდა. კი მაგრამ რა დააშავეს იმ ბავშვებმა ვინც 18 სექტემბერს ხდება 6 წლის, ან რამდენიმე კვირის შემდეგ. აგვიხსნან რა განსხვავებაა 14 სექტემბერს და 18 სექტემბერს დაბადებულ ბავშვებს შორის? არამგონია ორი დღე ან კვირა წყვეტდეს კოგნიტურ განვითარებას,ან რომელი შემთხვევა უფრო სტრესული იქნება ბავშვისთვის ის რომ 5 წლის და 11 თვის მივიდეს სკოლაში თუ ის რომ 7 წლამდე ბაღში მოუწევს სიარული? სად წავიყვანოთ ბავშვები, რომელთაც 6 წელი 15 სექტემბრის შემდეგ უსრულდებათ, და საბავშვო ბაღის დამამთავრებელ ჯგუფში ე.წ. უფროს ჯგუფში სწავლობენ? სახლში დავსვათ 1 წელი? იგივე ჯგუფში ჩავტოვოთ და აბსოლუტურად იგივე პროგრამის გავლა ვაიძულოთ, სჭირდებათ ეს მათ თუ არა? განათლების სამინისტრო ვითომ რომ ზრუნავს ჩვენი შვილების ფსიქო-ემოციურ პრობლემებზე, ისიც გაითვალისწინონ რომ სწავლა მათ 12 წელი მოუწეთ და რა გამოდის რომ სკოლას 19-20 წლისები დაამთავრებენ? ეს არ არის დაკავშირებული ფსიქო-ემოციურ პრობლემებთან? სრულწლოვანი ადამიანი ჯერ ისევ სკოლის მოსწავლე რომ იქნება? კარგი იქნება თუ პარალელურ რეჟიმში სასწავლო პროცესის ხანგრძლივობაც გადაიხედება. ძალიან ბევრი მშობელი ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა, ისინი კანონის შეცვლის მოთხოვნით, სოციალური ქსელის საშუალებით სხვადასხვა საპროტესტო აქტივობას გეგმავენ. ერთ-ერთი აქტივობა ეს პეტიციაა, სადაც ხელმოწერებს შევაგროვებთ მოთხოვნით,რომ ეს ცვლილებები გადაიხედოს და მოხდეს გამონაკლისის დაშვება, ან მოიძებნოს რაიმე ალტერნატიული გზა ასეთი კანონის შემთხვევაში სკოლებში უნდა არსებობდეს მოსამზადებელი ჯგუფები ან სხვა ალტერნატივა.