საკონტაქტო ინფორმაცია
გლდანის დიდ ტბას ეწოდოს ბუნებრივი ტბა

დასრულებული

2295
2000
ადრესატი:
  • თბილისის საკრებულო

გლდანის დიდ ტბას ეწოდოს ბუნებრივი ტბა

მოსახლეობა გლდანის დიდი ტბის გადარჩენასა და საზოგადოებრივ საკუთრებაში დაბრუნებას ცდილობს. 2006 წლის ადგილობრივი თემის საკრებულოზე, მას განზრახ მიანიჭეს ხელოვნური ტბის სტატუსი, რათა მისი გასხვისება მარტივი ყოფილიყო. 

ტბის ბუნებრივ წარმოშობას ადასტურებს გარემოს დაცვის სამინისტრო და ყველა აკადემიური დოკუმენტი. სამართიანობის აღდგენის მიზნით, რომ ტბას ოფიციალურად დაუბრუნდეს ბუნებრივი ტბის სტატუსი და გაბათილდეს 2006 წლის ადგილობრივი თემის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მოსახლეობა მივმართავთ თბილისის საკრებულოს შემდეგი ტექსტით: 

"მოგახსენებთ რომ გლდანის დიდ ტბას (დიდი ტბა) გლდანის თემის
საკრებულოს 2006 წ. 26 აპრილის N 2 გადაწყვეტილების საფუძველზე ტბას
შეეცვალა წარმოშობა - ბუნებრივი ტბა ცნეს ხელოვნურ ტბორად და მიანიჭეს
სახნავი მიწის კატეგორია .
როგორც კოლეგიალურ ორგანოს მოგმართავთ და გთხოვთ , თქვენი
ინიციატივით შეისწავლოთ ტბის სტატუსის ცვლილებაზე მიღებული
გადაწყვეტილების კანონიერება და გააუქმოთ მიღებული აქტი.
დანართის სახით ვურთავთ ჩვენს მიერ მოპოვებულ უტყუარ მტკიცებულებებს
,გლდანის დიდი ტბის (დიდი ტბა) ბუნებრივ წარმოშობაზე."

ამ პეტიციის ხელმოწერები, განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, თბილისის საკრებულოს გადაეცემა.