საკონტაქტო ინფორმაცია
ერთად გადავარჩინოთ გლდანის თეთრი ტბა

დასრულებული

2311
2000
ადრესატი:
  • თბილისის მერია
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  • საქართველოს სახალხო დამცველი
  • სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

ერთად გადავარჩინოთ გლდანის თეთრი ტბა

გლდანის თეთრი ტბა ეკოლოგიური კატასტროფის მდგომარეობაშია,ბოლო 3-4 წლის განმავლობაში მოხდა წყლის დონის სწრაფი კლება და  ტბის დაჭაობება.შეიქმნა სამედიცინო რისკები ნაპირთან უშუალო სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობისთვის,რომელთაც ,აგრეთვე ტბიდან წამოსული სიმყრალეც აწუხებთ.

ეს ტბა ტექტონიკური წარმოშობისაა,ანუ ბუნების საჩუქარია.ტბა სიბერის სტადიაშია,ამიტომ გაკეთებული იყო არხი,რომლითაც ტბა საზრდოობდა.ახლა ეს არხი გადაკეტილია, და ჩვენთვის უცნობია რომელმა უწყებამ გასცა  წყლის გადაკეტვის განკარგულება.  დღეს ტბის ადგილზე _ჭაობია.ეს არის დანაშაული ბუნებისა და ადამიანების წინაშე.

ჩვენი მოთხოვნები:

1)დადგინდეს რომელმა უწყებამ გასცა წყლის გადაკეტვის განკარგულება,მიეცეს ამ ფაქტს  იურიდიული შეფასება და მოხდეს სამართლებრივი რეაგირება იმ პირების  მიმართ,რომლებმაც ეს ბარბარასობა ჩაიდინეს.

2) სასწრაფოდ ჩატარდეს სადეზინფექციო სამუშაოები.

3) შეიქმნას კომპეტენტური სპეციალისტების ჯგუფი,რომლებიც გამოიკვლევენ თეთრი ტბის  მდგომარეობას და ზუსტად დაადგენენ მისი შრობის მიზეზებს.

4) მაქსიმალურად სწრაფად აღდგეს არხით წყლის მიწოდება.

5) დაეკისროს მოქალაქე კვანტალიანს,რომლის ნაკვეთზეც თეთრი ტბა მდებარეობს, კანონით გათვალისწინებული მოვალეობები ეკოლოგიური ლანდშაფტის მოფრთხილების თაობაზე.

6) სარეკრეაციო ზონაში სასეირნოდ შესვლა უფასო იყოს.

 

 

პეტიციასთან დაკავშირებული სიახლეები
გამოქვეყნებულია ადმინისტრაციის მიერ

პეტიცია გაგზავნილია ადრესატებთან