საჭიროა 49992 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს საპატრიარქო
გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური (საქართველო გადავიდეს მხოლოდ საკონტრაქტო ჯარზე)
სავალდებულო სამხედრო სამსახური არის თანამედროვე მონობის სახეობა.
არავის აქვს უფლება დაავალდებულოს თავისუფალი მოქალაქე აკეთოს რაიმე საქმე, მისი ნების საწინააღმდეგოდ.
უტოპიაა ქვეყნის თავდაცვა ვანდოთ იმ ადამიანებს რომლებსაც ამის სურვილი არ აქვთ (მოტივაციას რომ თავი დავანებოთ, რაც უმნიშვნელოვანესია ჯარისკაცისთვის, უბრალოდ სახიფათოა ვანდოთ იარაღი და ადამიანების სიცოცხლე მას ვისაც ამის სურვილი არ აქვს)
ჯარისკაცობა არის პროფესია და მათ ვისაც ამ პროფესიის დაუფლების სურვილი აქვს უნდა გადავუხადოთ ღირსეული და კონკურენტული ხელფასი! მხოლოდ საკონტრაქტო ჯარს შესწევს უნარი დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება.
თავდაცვის ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს და გაუტოლდეს მშპ-ს 2%-ს რაც არის ნატოს სტანდარტი.
მოვითხოვთ საქართველო გადავიდეს მხოლოდ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურზე, როგორც მრავალი დასავლური ქვეყანა.