საჭიროა 1122 ხელმოწერა
3878
5000
ადრესატი:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
დაისაჯოს დამნაშავე, გამკაცრდეს კანონი
ა.წ. 14 ნოემბერს, სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, გლდანში ნაწამები ლეკვის შესახებ, რამაც საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია. ჩვენ, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც გმობს სისასტიკეს, შესაბამისი ორგანოებისგან მოვითხოვთ უსწაფეს რეაგირებას და დამნაშავეს დასჯას კანონის ფარგლებში.
ვინაიდან, სააქართველოში, ცხოველთა დაცვის კუთხით არსებობს მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი, რაც არ არის საკმარისი და არ ითვალისწინებს ადეკვატურ სასჯელს, ჩვენ ასევე მოვითხოვთ, გამკაცრდეს ცხოველთა სასტიკი მოპყრობასთან დაკავშირებული მუხლი და საქართველოს პარლამენტმა მიიღოს კანონი კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ.