საკონტაქტო ინფორმაცია
გამკაცრდეს თამბაქოს შესახებ კანონის აღსრულების კონტროლი

დასრულებული

3015
3000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

გამკაცრდეს თამბაქოს შესახებ კანონის აღსრულების კონტროლი

საქართველოში თამბაქოს მოხმარება ერთ ერთი ყველაზე მაღალია ევროპის რეგიონში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო)  თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის რატიფიცირებით საქართველომ 2006 წლიდან აიღო ვალდებულება ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის სრულფასოვანი ღონისძიებების გატარებაზე. თუმცა, დღემდე ამ ვალდებულებებიდან მხოლოდ მცირე ნაწილი იქნა დანერგილი.

თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების მიზნით, 2013 წელს საქართველოს მთავრობის #58 დადგენილებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული  ცენტრის მიერ შემუშავდა თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია, 5 წლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა და სახელმწიფო პროგრამა, რომლებიც ემყარება შემდეგ სახელმძღვანელო პრინციპებს: სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, პრიორიტეტად აღიაროს მოქალაქეთა ჯანმრთელობა და ადამიანის სიცოცხლის დაცვა; არამწეველობის ნორმად აღიარება და თითოეული მოქალაქის უფლების ცნობა თამბაქოს კვამლისგან თავისუფალ ჰაერზე და თამბაქოს მეორადი კვამლის მავნე ზემოქმედებისგან დაცულობაზე; თამბაქოს მოხმარების გავრცელების მყარი ყოველწლიური შემცირების  ხელშეწყობა საზოგადოების ყველა სექტორში.

 პეტიციის მიზანია ხელი შევუწყოთ საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის გაძლიერებას და  აღსრულებას.

 

მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და მთავრობას:

ჩვენ, წინამდებარე პეტიციის ხელისმომწერნი, ვაცნობიერებთ რა

- თამბაქოს კვამლის ფატალურ ზეგავლენას ადამიანის ორგანიზმზე;

- თამბაქოს ნაწარმის მარკეტინგის მძლავრ ზეგავლენას ბავშვებსა და ახალგაზრდებზე;

- საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას ვიცხოვროთ ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში;

- თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით აღებულ ვალდებულებებს და რეკომენდებულ საუკეთესო პრაქტიკას,

მოვითხოვთ:

•          აიკრძალოს თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივ შენობებსა და ტრანსპორტში!

•          აიკრძალოს თამბაქოს ყველა სახის რეკლამა, სპონსორობა და პოპულარიზაცია!

•          დატანილ იქნეს პიქტოგრამები თამბაქოს კოლოფებზე!

•          გამკაცრდეს კანონის აღსრულების კონტროლი!<!--EndFragment-->