საჭიროა 1915 ხელმოწერა
ადრესატი:
დაიდგას ნაგვის ურნები სოფელ წითელხევში
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა ჩავატარეთ მოკვლევა გარემოს დაბინძურების შესახებ სოფლის ტერიტორიაზე. გამოვლინდა რომ მოსახლეობა მათი სოფლის დანაგვიანების მთავარ მიზეზს ნაგვის ურნების არ არსებობაში ხედავს. გარემო დაბინძურებულია - ხევში, გზების მიმდებარედ, მდინარის ნაპირები , შესაბამისად ჩვენი ინიციატივაა რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა და დაიდგას რამდენიმე ნაგვის ურნა სოფლის სხვადასხვა უბანში. არსებული მდომარეობა საფრთხის შემცველია ცხოველების, ადამიანის, ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურების და ასევე ხელის შემშლელია სოფელში ტურიზმის განვითარების კუთხით. ამიტომ საჭიროა სიტუაციაზე დროული რეაგირება. გთხოვთ დაგვეხმაროთ სასურველი რაოდენობის ხელმოწერების შეგროვებაში. მადლობა მხარდაჭერისთვის :)
სსიპ კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევის საჯარო სკოლის ეკოკლუბი