საჭიროა 5995 ხელმოწერა
5
6000
ადრესატი:
- კომუნიკაციების ეროვნული კომისია
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
- საქართველოს სახალხო დამცველი
აღდგეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა "თავისუფალი ტრიბუნა"
შეწყდეს პოლარიზაცია - გაიხსნას სიანფორმაციო სივრცე სხვა პარტიებისთვისაც!
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი პირობა ორპარტიული პოლარიზაციის შემცირებაა! ამას აქტიურად ხელს უშლის პარტიული მედია, რომელიც ყველაფერს აკეთებს პოლარიზაციის შესანარჩუნებლად და პოლიტიკური ველის სხვა პარტიებისგან გასასუფთავებლად. ამიტომ ბლოკავენ სხვა აქტიურ პარტიებს! რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის (მუხლი 17. აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები) მოთხოვნებს!
გამოსავალი ერთია, გაიხსნას მედია სხვა პარტიებისთვისაც!
მოვითხოვთ საზოგადოებისგან დაფინანსებულ საზოგადოებრივ მაუწყებლზე (მე-2-ე არხი) აღდგეს გადაცემა „თავისუფალი ტრიბუნა“ და პარტიებს, რომლებიც არ არიან წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, არ გააჩნიათ საკუთარი მედია საშუალებები და საბიუჯეტო დაფინანსება მიეცეთ საშუალება, თავისი პოზიცია გაუზიარონ მოსახლეობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და მოემზადონ 2024 წლის არჩევნებისთვის! ეს გადაცემა არსებობდა 2013-2016 წლებში და ყველა პარტიას ეძლეოდა თავისი პოზიციის დაფიქსირების საშუალება!
საქართველოს მოსახლეობას უფლება აქვს მიიღოს მრავალფეროვანი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით!