დასრულებული
ადრესატი:
- საქართველოს პროკურატურა
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
კოლეგების მხარდაჭერა არქიტექტორ ლევან ძაგნიძეს!
ლევან ძაგნიძის მეგობრები და კოლეგები მოგმართავთ ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს.
ლევან ძაგნიძე მეგობრებსა თუ კოლეგებში დიდი პატივისცემით სარგებლობს. ის მაღალკვალიფიციური არქიტექტორია, გამოირჩევა თავისი საქმისადმი გულისხმიერი და კეთილსინდისიერი მიდგომით. მისი პროფესიონალიზმიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე ხშირად უწევს კონსულტაციებს კოლეგებს.
მისი ყველა პიროვნული თვისებიდან გამომდინარე, ის არანაირად არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის საფრთხეს. საზოგადოებისთვის ზიანის მიყენება მის მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
ლევან ძაგნიძისთვის მიუღებელია მოწმეებზე რაიმე სახის ზეწოლის მოხდენა. შესაბამისად მისი თავისუფლებაში ყოფნა არ წარმოადგენს ხელისშემშლელ ფაქტორს გამოძიების ეფექტური წარმოებისთვის
ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოგმართავთ თხოვნით ლევან ძაგნიძის პატიმრობა შეიცვალოს გირაოთი ან თავდებობით.
ყველა ხელმომწერი პირი თანახმაა თავდებად დაუდგეს ბრალდებულს.