საჭიროა 546 ხელმოწერა
ადრესატი:
- თბილისის მერია
- საქართველოს მთავრობა
არავითარი "მანჰეტენი" ვერეს ხეობაში!
ვერეს ხეობაში "ქართული მანჰეტენის" მოწყობა იგეგმება
საერთაშორისო მშენებელთა ასოციაციამ და საქართველოს ბიზნესპალატამ შეიმუშავეს პროექტი, რომელიც ვერეს ხეობაში ქართული მანჰეტენის მოწყობას გულისხმობს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასტუმრო "თბილისი მარიოტში" დარგის ექსპერტების შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა, ექსპერტმა ემზარ ჯგერენაიამ განაცხადა რამდენიმე მინისტრს უკვე ესაუბრა ამ თემაზე და უახლოეს დღეებში მათგან ელოდება პასუხს. მერიასთან კი იდეის დონეზე უკვე ჰქონდათ პრეზენტაცია. მისივე თქმით, ამ პროექტის განხორციელებას დასჭირდება 1 400 000 000 და ამ თანხის მოძიებას დონორებისა და ინვესტორებისგან შეეცდებიან. იმ ყველაფრის ფონზე რა ტრაგედიაც რამდენიმე დღის წინ დატრიალდა, ვერეს ხეობაში სასტუმროების, ბიზნესცენტრისა და „მანჰეტენის“ მშენებლობა ბოდვაა და მეტი არაფერი. არანაირი განართლება და არგუმენტი ამ პროექტს არ შეიძლება ჰქნდეს. 18,000 ადამიანი ხელმოწერით ადასტურებს და ითხოვს, რომ ვერეს ხეობაში გაშენდეს ტყე- პარკი (http://manifest.ge/main/item/313) , რათა კიდევ ერთი პარკი ადგილი შეემატოს თბილისს სადაც ისედაც თითზე ჩამოსათვლელია სკვერების/პარკების რაოდენობა და თავიდან ავიცილოთ მსგავსი სტიქიის გამეორება.
ერთად ვუთხრათ არა მანჰეტენის პროექტს ვერეს ხეობაში!