საკონტაქტო ინფორმაცია
დაუყოვნებლივ მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება საქართველოში

საჭიროა 99920 ხელმოწერა

80
100000
ადრესატი:
  • რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი

დაუყოვნებლივ მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება საქართველოში

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს,

ბატონ ვლადიმერ პუტინს

თბილისი / 12.03.2018

 

საქართველოს მოსახლეობის, ქართული კულტურის სფეროში მოღვაწე საზოგადოებისა და საქართველოს კულტურის პალატის ერთობლივი ღია წერილი!

სრულიად საქართველოს მოსახლეობა შეშფოთებულია არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ორ კვირაზე მეტია,  ოკუპირებული  ცხინვალის რეგიონიდან ვერ ხერხდება ცხედრის გადმოსვენება.

ბატონო ვლადიმერ, ეს ფაქტი კიდევ უფრო აღვივებს რუსეთთან დაპირისპირებას და დარტყმის ქვეშ აყენებს ისედაც შესუსტებულ ქართულ-რუსულ ურთიერთობას.  

კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს, ჩვენი მოქალაქის - არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება, რათა ოჯახმა და მთლიანად ქვეყანამ  შევძლოთ ცხედრის დატირება.