საჭიროა 4475 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
არ შეეხოს ამნისტია 19-21 ივნისის დანაშაულებში მონაწილე პოლიტიკურ თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებს.
საქართველოს პოლიტიკური კრიზისდან გამოსვლისთვის საერთაშორისო მედიატორების ძალისხმევით მიღებული დოკუმენტის თანახმად, უნდა გამოიცეს ფართო ამნისტია 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება აღნიშნული პერიოდის ყველა დარღვევასა და დაკავებას. მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მათთვის თვალებში დამიზნებით მსროლელი და ამის ბრძანების გამცებებს შორის ტოლობის დასმა ნიშნავს-მწვანე შუქის ანთებას მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევისთვისა და ანტისაოკუპაციო აქციის უდანაშაულო მონაწილეების ჯერ დამნაშვეებად შერაცხვასა და შემდეგ შეწყალებას.
აღსაღნიშნავია, რომ ''გავრილოვის ღამეს'' უამრავმმა დემონსტრანტმა და მათ შორის, მედიის თანამშრომლებმაც სიცოცხლისთვის სახიფათო არაერთი დაზიანება მიიღეს სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი, დანაშაულებრივი ქმედებების-გამო.
სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ამოიღონ შეთანხმებიდან აღნიშნული პუნქტი.