საჭიროა 999 ხელმოწერა
1
1000
ადრესატი:
- ხალხი
პეტიცია, რომ აქციების დროს არ იყოს საჯარო გამოსვლები
მოგესალმებათ შეწუხებული მოქალაქე.
მოგეხსენებათ ბოლო 3 წლის მანძილზე საქართველოში რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი აქცია ჩატარდა. ძალიან მიხაროდა, როდესაც ამ აქციების ნაწილი ვიყავი, თუმცა საჯარო გამოსვლები, რომლებიც რესტორანში სუფრაზე ნათქვამ სადღეგრძელოებს გავს, ძალიან უადგილოდ და არაკომფორტულად მეჩვენებოდა. ყველამ ისედაც ვიცით გამომსვლელების პოზიცია და რა საჭიროა მიკროფონში კივილი და უკულტურობა? ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, რომ მსგავს აქციებზე არ ყოფილიყო საჯარო გამოსვლები. თქვენ რას იტყვით?