საკონტაქტო ინფორმაცია
შესრულდეს მრავალწლიანი დაპირება - ქ. ფოთში კინოთეატრის აშენება/მოწყობა.

საჭიროა 929 ხელმოწერა

71
1000
ადრესატი:
  • ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

შესრულდეს მრავალწლიანი დაპირება - ქ. ფოთში კინოთეატრის აშენება/მოწყობა.

პეტიცია დაკავშირებული ქ. ფოთში კინოთეატრის მოწყობა/აშენების მოთხოვნასთან.

ისტორიულად, პირველი კინოთეატრი ქ. ფოთში აშენდა 1911-1912 წლებში, რომელიც იყო 500 (ხუთასი) ადგილიანი და რომელიც დაიხურა 1997 წელს. მას შემდეგ, 20 (ოცი) წლის მანძილზე, ფოთის ახალგაზრდობასა და მოსახლეობას (დაახლოებით 50 000 ადამიანს) არ აქვს საშუალება შეეხონ და ეზიარონ კინოხელოვნებას კინოთეატრის საშუალებით.

გთხოვთ მოაწეროთ ხელი პეტიციას, რათა შევახსენოთ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე ქ. ფოთის თვითმმართველ ერთეულს რომ ჩვენ გვჭირდება კინოთეატრი.

მოგიწოდებთ შეასრულოთ მრავალწლიანი დაპირება - კინოთეატრის აშენება/მოწყობა.