საჭიროა 1421 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს მთავრობა
შეიცვალოს ქართული ენის კანონი
საქართველოში არაქართულად წარმოდგენილი წინასაარჩევნო პლაკატების ფოტოების გამოქვეყნებასთან ერთად, ჩვენ დავდეთ პირობა, რომ იმ დღიდანვე მოვკიდებდით ხელს მსგავსი ფაქტების აღკვეთას. მსგავსი გამოვლინებების წინააღმდეგ სირბილი ვერაფერს შეცვლის, ხოლო ამ საკითხით სპეკულირება ერის მოტყუებაა.
საქართველოს სახელმწიფო ენის შესახებ კანონის VII თავის მიხედვით: „საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილი განცხადების, შეტყობინების, სასათაურო წარწერის, პლაკატის, აბრის, აფიშის, რეკლამის, სხვა ვიზუალური ინფორმაციის ტექსტი სახელმწიფო ენაზე სრულდება. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია შეიძლება მიეთითოს არასახელმწიფო ენაზეც, ხოლო იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ – აგრეთვე ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე.“
(მუხ. 24). „ საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილი წარწერის სახელმწიფო ენაზე წარმოდგენა სავალდებულოა.“ (მუხ. 25) - რაც ნათლად მიგვანიშნებს, რომ თუ ინფორმაცია არ არის საჯარო, ანუ მაგ: განკუთვნილია კონკრეტული საზოგადოებისათვის, მათ აქვთ უფლება შეადგინონ ნებისმიერი წარწერა მხოლოდ თავისთვის და მეტიც: ასეთი ინფორმაცია "საჭიროების" სტატუსითაც კი სარგებლობს. ამგვარი განსაზღვრება, ცხადია, ნებისმიერ ქართულენოვან მოქალაქეს გაურკვევლობაში აგდებს და უჭრის გზას იცოდეს, თუ რა ხდება მის ქვეყანაში, მის სამშობლოში, მის ქალაქში. სწორედ ამიტომ, "კავკასმა" მოამზადა პეტიცია:
ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს ენის კანონის მერვე თავის ოცდამეოთხე მუხლში შევიდეს ცვლილება: ნებისმიერი განცხადების, შეტყობინების, სასათაურო წარწერის, პლაკატის, აბრის, აფიშის, რეკლამის თუ სხვა ვიზუალური ინფორმაციის ტექსტი შესრულდეს ორ (მოთხოვნად და ქართულ) ენაზე, ხოლო 25/ 1 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: "ნებისმიერი სახის საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილი წარწერის სახელმწიფო ენაზე წარმოდგენა სავალდებულოა, გამონაკლის შემთხვევებში კი ორ (მოთხოვნად და სახელმწიფო) ენაზე."
ხელმოწერაზე დანახარჯი სულ რაღაც 30 წამით, თქვენ აწერთ ხელს იმაზე, რომ გსურთ იცოდეთ ის, რასაც ჩვეულებრივ უცხო სიტყვებით გვიმალავენ.