საკონტაქტო ინფორმაცია
პარლამენტის დეპუტატებმა, პრეზიდენტმა, პრემიერ მინისტრმა, მინისტრებმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა შეიმცირეთ ხელფასები, უარი თქვით პრემიებსა და დანამატებზე

საჭიროა 4963 ხელმოწერა

37
5000
ადრესატი:
  • საქართველოს პრეზიდენტი
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის დეპუტატებმა, პრეზიდენტმა, პრემიერ მინისტრმა, მინისტრებმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა შეიმცირეთ ხელფასები, უარი თქვით პრემიებსა და დანამატებზე

ქართული ოცნების ხელისუფლებაში უკვე მეორე ვადითაც ,თუმცა სიტუაცია უცვლელია ქვეყანაში: 
NDI-ის მიერ გასულ თვეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 67 პროცენტი თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს.

საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით, 10 %, ანუ 430 000 – მდე ადამიანი ღატაკია, ექსპერტთა აზრით ეს სტატისტიკა მცდარია და გაცილებით მეტია ეს მაჩვენებელი.
ქვეყნის ეკონომიკა უკან მიდის და თითქმის ეროვნული ვალუტა ყოველდღე უფასურება დოლართან მიმართებაში;
ქვეყანაში სულ 694 572 ასაკით პენსიონერია, რაც საერთო მოსახლეობის დაახლოებით 15,4%-ს შეადგენს , საქართველოში ყოველი მე-6 ადამიანი პენსიონერია და მათი მინიმალური პენსია კი 160 ლარია;
საქართველოსთვის, სადაც სიღარიბის ზღვარს მიღმა ბავშვთა 27 პროცენტი ცხოვრობს და 5 წლამდე ასაკის 1000 ბავშვი იღუპება წელიწადში., აქედან 300 იღუპება კვების დეფიციტის გამო;
ქვეყანაში მოიმატა კრიმინალმა , ამას ის გახმაურებული გამოუძიებელი საქმეებიც ემატება რომელიც დღემდე პროკურატურას არ გამოუძიებია;
გრძელდება ქვეყნის ოკუპაცია რუსეთის მხრიდან;
ქვეყანაში ისევ გრძელდება უკანონო მოსმენები და დაუცველია ადამიანის პირადი ცხოვრება;
 

ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებობს , ამ პრობლემების ფონზე კი :

პრემიერ მინისტრის ხელფასი  4250  ლარია. X 12=51.000, ოთხი წლის განმავლობაში კი პრემიერის სახელფასო შემოსავალი ჯამში  2.448000 ლარია , მინისტრების ყოველ თვიური შემოსავალი კი 3540 X12=42480 ,ეს თანხა ოთხი წლის განმავლობაში კი 2039040 ლარია, შეგახსენებთ რომ საქართველოში სამინისტროების რეკორდული მაჩვენებელია და საქართველოში სულ 19 სამინისტროა, მინისტრებს ჰყავთ მოადგილეები რომელთა ხელფასი 2950 X12=35400 ,ეს თანხა ოთხი წლის განმავლობაში 1699200 ლარს აჭარბებს, შეგახსენებთ რომ მინისტრებს ასევე გადაჭარბებულად ბევრი მოადგილეები ჰყავთ, რაც შეეხება პარლამენტს , ჩვეულებრივი დეპუტატის ხელფასი 3000 ლარზე მეტია, დიახ ბატონებო დღეს ჩვენი ხელისუფლების წევრები და პარლამენტში მჯდომი დეპუტატები იღებენ არანორმალურად მაღალ ხელფასებს, არ დაგავიწყდეთ ეს მხოლოდ ხელფასებია და ამ მონაცემებს პრემიები და დანამატები აკლია ეს კი იმის ფონზე როდესაც პენსიონერის პენსია 160 ლარია და სოციალურად დაუცველი 60 ლარს იღებს, დიახ ბატონებო ეს იმ ფონზე როდესაც ქვეყანა სიღარიბის ჭაობშია ჩაფლული და ხალხი შიმშილის პირასაა.

ამოიტომ მოდით მოუწოდოთ ჩვენს არჩეულ დეპუტატებს, მინისტრებს, მათ მოადგილეებს, პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს, თუკი გიყვართ თქვენი ქვეყანა და თქვენი ხალხი შეიმვიცრეთ  ხელფასები, უარი თქვით  პრემიებსა და დანამატებზე, იმუშავეთ ისე ხალხის სამსახურში რათა ერთხელ და სამუდამოდ ამოვიდეს ჭაობიდან ეს ქვეყანა, უარი თქვით საკუთარი ჯიბეების გასქელებაზე და მიხედეთ ხალხს!