საჭიროა 9908 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს მთავრობა
მთიანი რეგიონების განვითარებისთვის
კაცობრიობის ისტორიაში უკვე 200 ათას ეთნოსზე მეტია გამქრალი, დღეს კი შემორჩენილია 6000-ზე მეტი. 21-ე საუკუნის ბოლოს კიდევ 3500 მათგანი შეუერთდება გამქრალთა რიგებს. საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 50 000 კაცით მეტი კვდება, ვიდრე იბადება. მოსახლეობა - უმეტესად კი ახალგაზრდობა გადის უცხოეთში და სამუდამოდ ტოვებს ქვეყანას. ეს კატასტროფაა! გაერომ ქართველი მომაკვდავი ეთნოსების, ხოლო ქართული ენა - მომაკვდავი ენების სიაში შეიყვანა. დარწმუნებული ვარ, ეს გააკეთეს კარგი გამომთვლელი სისტემებით (დახვეწილი უახლესი ტექნიკით) აღჭურვილმა უმაღლესმა სპეციალისტებმა. მათი გამოთვლებით სულ რაღაც 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა დაიკლებს 28%-ით. ხოლო, ამავე გამოთვლებით, ეთნიკური ქართველები ზუსტად განახევრდება - დაიკლებს 50%-ით.
ეთნოსის გადარჩენის და პრეზერვაციის საუკეთესო საშუალებაა მთა.
თუ გვინდა გადარჩენა, უნდა შევავსოთ და განვავითაროთ საქართველოს მთა ქართული მრალავალშვილიანი მოსახლეობით. როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ ხალხი ისტორიულ თუშეთში, ხევში, ფშავში, ხევსურეთში, რაჭაში, სვანეთში? საჭიროა ამ რეგიონების განვითარებისთვის, იქ კერძო ბიზნეს პროექტების დაფინანსებისთვის და ინფრასტრუქტურის სრულად გამართვისთვის სახელმწიფომ მოიძიოს თანხები და ბიუჯეტიდან მეტი ფული გამოიყოს. ცხადია, ეს თანხა ვერ მოაკლდება ისეთ სფეროებს, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, სამხედრო სფერო და ა.შ. მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ მთავრობის მიერ უამრავი მიმართულებით იხარჯება შეუფერებლად დიდი თანხები. ერთ - ერთი მათგანია საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოველწლიური დაფინანსება 50 მილიონი ლარის ოდენობით, თუმცა არხს მაღალი რეიტინგიც არ აქვს.
გაუგებარია, თუ როგორ შეიძლება ჩვენს მდგომარებაში მყოფი ერი ასე გაუაზრებლად ხარჯავდეს ამხელა თანხებს. ამიტომ, გვინდა მივმართოთ ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას - ვინც იაზრებთ მდგომარეობის სირთულეს და ქართული მთის რეგიონების განვითარების, იქ ახალგაზრდობის დარჩენის და მათთვის კერძო ბიზნესის აწყობასა და წარმოებაში ხელშეწყობის, გაზიფიკაციის, გზების დაგების და ინტერნეტიზაციის აუცილებლობას, რომ არ დაიცალოს ქართული მთა და არ მოხდეს ქართული ეთნოსის განადგურების საფრთხის წინაშე დაყენება, მოაწერეთ ხელი ამ პეტიციას, რათა შეუწყდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება საზოგადოებრივ მაუწყებელს, გადაიქცეს ის ჩვეულებრივ ტელევიზიად, გამოთავისუფლებულ ოქნას ის 50 მილიონი ლარი და მოხმარდეს საქართველოს მთის განვითარებისთვის საჭირო პროექტების განხორციელებას. (ასეთმა მოთხოვნამ უკვე არაერთხელ გაიჟღერა სხვა და სხვა სოც. სივრცეში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პროექტი "გააგრძელე საქართველოს ისტორია" დაიხურა.)