საჭიროა 99999 ხელმოწერა
ადრესატი:
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
- თბილისის მერია
- თბილისის საკრებულო
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
- ფინანსთა სამინისტრო
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საცხოვრებელი და კომერციული ფართის (ქონების) სავალდებულო დაზღვევა.
საცხოვრებელი და კომერციული ფართის (ქონების) სავალდებულო დაზღვევა.
მოცემულობა.
საქართველოში არსებული საცხოვრებელი კორპუსების (მათში განთავსებული ბინების) და კერძო სახლების, აგრეთვე კომერციული ფართების აბსოლუტური უმრავლესობა კერძო საკუთრებას წარმოადგენს. ზემოხსენებული ობიექტების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდშია აშენებული და მათი საექსპლუატაციო ვადა დასასრულს უახლოვდება. ზოგადად ძველი შენობა-ნაგებობა იქნება, ეს თუ ახალი დაცული არ არის შემდეგი რისკებისაგან: მიწისძვრა; წყალდიდობა; მეწყერი; ღვარცოფი; ხანძარი; ავარიული ნგრევა; ტერორისტული თავდასხმა; საბრძოლო მოქმედებები და სხვა მოვლენები რომლებსაც შეუძლიათ დაზიანება/ნგრევის/განადგურების გამოწვევა.
როგორც აღვნიშნეთ ზემოხსენებული ქონება ფაქტობრივად წარმოადგენს კერძო საკუთრებათა ერთობლიობას, ხოლო გარკვეული კატასტროფის, კატაკლიზმის და ფორსმაჟორული ვითარების დროს ვიღებთ: უბინაოდ, უსახლკაროდ, კომერციული ობიექტის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს; სახელმწიფო ვალდებული ხდება დროებით საცხოვრისში გადაიყვანოს უბინაოდ დარჩენილი პირები, უქირაოს მათ საცხოვრებელი ფართი და გაუწიოს სხვა ტიპის ჰუმანიტარული-სოციალური დახმარება; შეაკეთოს დაზიანებული შენობა, ან დანგრეული შენობის ადგილას ააშენოს ახალი შენობა საკუთარი ხარჯებით. შესაბამისად ფინასური და საორგანიზაციო დატვირთვა, წარმოქმნილი გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო აწვება მუნიციპალურ და ცენტრალურ ბიუჯეტს.
პროექტი.
კერძო საცხოვრებელი ფართის (ყოველწლიური) დაზღვევა გახდეს სავალდებულო. საკმარისია თუნდაც მინიმალური სადაზღვევო პაკეტის შეძენა, რაც იგივე დაზიანება/ნგრევის შემთხვევაში მოქალაქეთა საბინაო/სოციალურ კრიზისს გამორიცხავს, ან არსებითად შეამსუბუქებს. ამ შემთხვევაში ცენტრალური და მუნიციპალური ბიუჯეტი დაიზოგება ფაქტობრივად არამიზნობრივი ხარჯების გაწევისგან, რადგან კერძო საკუთრების მფლობელი თავად არის ვალდებული აიღოს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობები საკუთარ თავზე. მოქალაქეებზე ფინანსური ტვირთი უმნიშვნელო იქნება ქონების სტანდარტული სადაზღვევო პაკეტის შეძენის შემთხვევაში, რადგან პროდუქტის ფასი კორელაციაში საყოველთაო ფაქტორთან დაბალი/მისაღები სადაზღვევო პრემიის (საფასურის) წარმოქმნას განაპირობებს.
საჯარიმო სანქცია.
იმ შემთხვევაში თუ ბინის, სახლის, კომერციული ობიექტის მფლობელს არ გააჩნია ქონების სავალდებულო დაზღვევა დაჯარიმდეს ერთჯერადად წლის განმავლობაში არსებული ქონების საბაზრო ფასისგან წარმოებული ქონების მინიმალური პაკეტის სადაზღვევო პრემიის მოცულობებით, პლიუს 100 ₾.
ამოღებული თანხა მიმართული იქნას ტენდერით გამოვლენილ სადაზღვევო კომპანიაში და შეძენილ იქნას პირისთვის ქონების დაზღვევის პოლისი.
შეზღუდვა.
საცხოვრებელი ბინის/სახლის ყოველწლიური დაზღვევის არ არსებობის შემთხვევაში შეიზღუდოს, მისი გაქირავებს, იჯარით გაცემის, რეალიზაციის, გაჩუქების, გადაცვლის, იპოთეკით დატვირთვის უფლება.
გიორგი მკურნალიძე
2024 წლის 31 დეკემბერი.