საჭიროა 74 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
არა პოლიტიკურ და-ЗАМОК-ებას!
საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს,
საქართველოს პრემიერ მინისტრს
ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი
მ ი მ ა რ თ ვ ა
ბატონო პრემიერ მინისტრო,
2021 წლის 9 აპრილის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,
- საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის 4-დან 11 მაისის ჩათვლით გამოცხადდა უქმე დღეები.
ჩვენ გვახსოვს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადება, რომ აღდგომამდე 1 კვირით ადრე გადაწყდება ამა თუ იმ შეზღუდვის დაწესების მიზნობრიობა (https://www.interpressnews.ge/ka/article/649893-jandacvis-ministris-gancxadebit-agdgomis-dgesascaulamde-erti-kvirit-adre-gaxdeba-cnobili-dacesdeba-tu-ara-raime-shezgudva/). ასევე ცნობილია, რომ ძალაში რჩება კომენდანტის საათი (ანტიკონსტიტუციური) - 21:00-05:00 შეზღუდულია გადაადგილება.
2021 წელს აღდგომა აღინიშნება 2 მაისს, ანუ - ე.წ. "უქმე დღეებამდე" დასვენების დღეებია 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, ასევე დასვენების დღეა 12 მაისი.
ცნობილია, რომ 15 მაისს დაგეგმილია ოპოზიციის აქცია. რათქმა უნდა ლოგიკურად იკითხება ხელისუფლების განზრახვა - შექმნას დამატებითი შეზღუდვები - ანუ პოლიტიკური LOCKDOWN დააწესოს ქვეყანაში.
სწორედ ამიტომ, "არა პოლიტიკურ და-ЗАМОК-ებას!"
რატომ "და-ЗАМОК-ება"? - იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება არის სიანმდვილეში რუსულ პოლიტიკურ ორბიტაზე და ატარებს რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას! აღნიშნულზე მეტყველეს არაერთი ფაქტი - პოზნერის ვიზიტი და შეზღუდვების მოხსნა რუსი სტუმრებისათვის, ქეიფი და დაბადების დღის სუფრა, გავრილოვის ვიზიტი, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეებისათვის დისკრიმინაციული 5-დღიანი კარანტინი და ა.შ.
ჩვენ გვახსოვს საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრების (ანუ მმართველი პარტიის, ქართული ოცნების) არაერთი განცხადება - შეკრება, მანიფესტაცია, აქცია - ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას. საპირისპირო ვითარება ვიხილეთ 9 აპრილს უცნობის, იგივე გია გაჩეჩილაძის აქციაზე - თუმცა არც ერთ ჯანდაცვის მუშაკს (იმნაძე, გამყრელიძე) არ გამოუთქვავს პროტესტი!
ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციაბი ვაცხადებთ, რომ:
- მთავრობის განცხადებებში იკითხება პოლიტიკური LOCKDOWN-ის გამოცხადების შინაარსი;
- კომენდანტის საათი - არის ანტიკონსტიტუციური და ის ასევე არის პოლიტიკური შინაარსის მატარებელი.
ქვეყანაში ჩამონგრეული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, ქვემოთ ხელმომწერი ორგანიზაციები და ასევე თავისუფალი და საჯარო მანიფესტის ხელმომწერი მოქალაქეები მოგიწოდებთ:
- პოლიტიკური შინაარსით არ დააწესოთ არანაირი შეზღუდვა;
- გააუქმეთ ანტიკონსტიტუციური კომენდანტის საათი;
- #322 დადგენილებაში შეიტანეთ ცვლილება და გააუქმეთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეებისათვის სავალდებულო 5-დღიანი დისკრიმინაციული კარანტინი;
- დროულად აწარმოეთ პირდაპირი მოლაპარაკება WHO-ს მიერ აღიარებული pFizer-ის ვაქცინა.
ჩვენ გვესმის უკვე საერთაშორისო საზოგადოების მესიჯები გადაადგილების უკანონო შეზღუდვებზე, ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ შეზღუდვაზე.
ზემოთხსენებული პუნქტების არ შესრულებით, მოქალაქეთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დარღვევით და მაღალი ხარისხის ვაქცინის არ შემოტანით (შემდგომ კი განცხადებები - ხალხი არ იკეთებს ვაქცინას) გამოვლინდება მხოლოდ ერთი - მმართველი პარტიის პოლიტიკური ინტერესი და შინაარსი - რამეთუ ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, და მმართველი პარტია ემზადება უკვე წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყებად და ნუ შეუზღუდავთ პოლიტიკურ პარტიებს კამპანიის ჩატარებაში.
არა პოლიტიკურ და-ЗАМОК-ებას!
ნუ კლავთ გაჭირვებაში ქვეყნის მოსახლეობას!
ნუ გახსენდებათ მოქალაქეები მხოლოდ წინასაარჩევნოდ!
გახსენით ეკონომიკა!
გახსენით ტურიზმი!
მოხსენით უკანონო კომენდანტის საათი!
არა პოლიტიკურ და-ЗАМОК-ებას!
„ახალგაზრდა თაობა“ /დ.დონერიანი/
„მონიტორინგის ცენტრი - საზოგადოება“ /ე.კერესელიძე/
„ახალი ძალა საქართველოსთვის“ /ლ.შველიძე/
10/აპრილი/2021 წელი