საკონტაქტო ინფორმაცია
სოლიდარობა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ სამოქალაქო აქტივისტებს!

საჭიროა 307 ხელმოწერა

193
500
ადრესატი:
  • საქართველოს პრეზიდენტი
  • საქართველოს მთავრობა

სოლიდარობა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ სამოქალაქო აქტივისტებს!

აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. საქართველოს მოქალაქეები პატივს ვცემთ მეზობელი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ არ გვაქვს უფლება აზერბაიჯანის საშინაო საქმეებში ჩარევისა. სამოქალაქო აქტივისტები მხარს ვუჭერთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანასწორუფლებიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიამია დამკვიდრებული. ყველა ტიპის ძალაუფლებას ტოტალურად აკონტროლებს ერთი პოლიტიკური დაჯგუფება. შევიწროვებისა და დევნის პირობებში საქმიანობენ სამოქალაქო გაერთიანებების, ოპოზიციური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები.

ავტორიტარული რეჟიმის რეპრესიებს გამოქცეული დემოკრატები უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში საქართველოს აფარებდნენ თავს. ბოლო რამდენიმე თვეა საქართველოს მთავრობა მიგრაციის შესახებ კანონის მე-18 მუხლის გათვალისწინებით აზერბაიჯანელ აქტივისტებს უარს ეუბნება თავშესაფარზე და მათ ქვეყნის საფრთხედ აცხადებს (იხ. http://netgazeti.ge/news/151153/ ).

ჩვენ მივიჩნევთ, რომ სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის გაძლიერებისა და მხარდაჭერისათვის საქართველოს ჯერჯერობით ერთადერთი ნაბიჯის გადადგმა შეუძლია. ჩვენ მხოლოდ იმის ძალა შეგვწევს, რომ დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის გამო დევნილ მოქალაქეებს თავშესაფარი მივცეთ.

მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ ავტორიტარიზმის წინააღმდეგ მებრძოლ დემოკრატებს ჩვენს ქვეყანაში ცხოვრების უფლება არ ჩამოართვას.

ჩვენ მოვითხოვთ თავშესაფარს სამოქალაქო აქტივისტებისთვის და არა ფუნდამენტალისტებისა და ტერორისტებისათვის!

სოლიდარობა აზერბაიჯანის დემოკრატიულ ოპოზიციას!

მოძრაობა "მწვანე მუშტი"